1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გაა გად გაე გავ გათ გაი გალ გამ გან გაო გაპ გარ გას გაუ გაფ გაღ გაშ გაც

გადასახადების ბალანსი

ერთგვარი საბუღალტრო მექანიზმი, რომელიც აღრიცხავს საქონლის, მომსახურეობის და კაპიტალის მოძრაობას დროის გარკვეულ პერიოდში (თვე, მეოთხედი, წელი). თვითონ ბალანსის მცნება ამ შემთხვევაში ცოტა არ იყოს არაზუსტია, რადგანაც სინამდვილეში ჩვენ დისბალანსი უფრო გვაინტერესებს, რომელიც სხვადასხვა პუნქტებში იჩენს ხოლმე თავს. განვიხილოთ, თუ რომელი პუნქტებისაგან შედგება გადასახადების ბალანსი: 1. საქონლის ექსპორტ-იმპორტი ეს პუნქტი აღნიშნავს იმ საქონელს, რომელიც შეიქმნა ქვეყნის შიგნით და გაიყიდა ქვეყნის გარეთ (ექსპორტი) და იმ საქონელს, რომელიც შეიქმნა ქვეყნის გარეთ და გაიყიდა ქვეყნის შიგნით (იმპორტი). 2. მომსახურეობის ექსპორტი და იმპორტი ეს ეხება უფრო არახელშესახებ მომსახურეობას, როგორიცაა ტრანსპორტაციის ხარჯები, დაზღვევა, ინფორმაცია, თანამგზავრული გადაცემები, საბანკო დანახარჯები.
Source: აკობია ეკა, საერთაშორისო ურთიერთობების თეორია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ეკა აკობია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 100გვ. ; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. - ISBN 99940-872-6-6 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9