1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გეგ გეი გელ გენ გეო გერ გეუ

გენდერული ანალიზი

  1. წარმოადგენს ქალსა და მამაკაცზე, ამა თუ იმ პოლიტიკის, პროგრამის, სტრატეგიული მიდგომის, ინსტიტუტის განსხვავებული ზემოქმედების გამოვლენასა და შესწავლას. გენდერული ანალიზი ზოგადი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ანალიზის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.
    Source: ხომერიკი ლელა. გენდერი და პოლიტიკა : ინტენსიური სემინარი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ლელა ხომერიკი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 48გვ. ; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია). - ISBN 99940-872-5-8 : [ფ.ა.]
  2. სისტემატური ანალიზი, რომელიც არკვევს, თუ რა განსხვავებული გავლენა აქვს ამა თუ იმ კონცეფციას, პროგამას, პოლიტიკას, ქალისა და მამაკაცის განვითარებაზე. გენდერული ანალიზისთვის უნდა განვასხვაოთ რესურსები, აქტივობები, პოტენციალი და ხელისშემშლელი ფაქტორები ცალკეული პროგრამის/ პროექტის განხორციელების დროს ცალ-ცალკე ქალებისა და მამაკაცებისათვის. გ.ა. მოითხოვს სქესით განცალკევებულ მონაცემებს და იმის გაგებას, თუ როგორ არის განაწილებული და შეფასებული შრომა. გ.ა. კეთდება განვითარების პროცესის ყველა სტადიაზე, რათა აღმოიფხვრას უთანასწორობა და მიიღწეულ იქნეს განვითარების მიზნების შესაბამისი მაქსიმალური შედეგიანობა.
    Source: პოლიტიკაში ქალთა დაწინაურების კამპანია და პოლიტიკოსის უნარ-ჩვევები. – [სახელმძღვანელო ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი]. – თბილისი. – 2006.
  3. შეეხება იმის სისტემატურ ანალიზს, თუ რა განსხვავებული გავლენა აქვს ამა თუ იმ კონცეფციას, პროგრამას, პოლიტიკას, ქალისა და მამაკაცის განვითარებაზე. გენდერული ანალიზისთვის უნდა განვასხვაოთ რესურსები, აქტივობები, პოტენციალი და ხელის შემშლელი ფაქტორები ცალკეული პროგრამის/პროექტის განხორციელების დროს ცალკე, ქალებისთვის და მამაკაცებისათვის. გამოითხოვს სქესით განცალკევებულ მონაცემებს და იმის გაგებას, თუ როგორ არის განაწილებული და შეფასებული შრომა. გაკეთდება განვითარების პროცესის ყველა სტადიაზე, რათა აღმოიფხვრას უთანასწორობა და მიიღწეს განვითარების მიზნების შესაბამისი მაქსიმალური შედეგიანობა.
    Source: ქალი და ძალაუფლება ,– [პუბლიკაცია მოამზადა: მაია კუპრავა შარვაშიძემ თამარ აბრამიშვილმა],–ა ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,–თბ,–2005
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9