1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გეგ გეი გელ გენ გეო გერ გეუ

გენდერული მიდგომა

  1. ნიშნავს სხვადასხვა სფეროში სქესისაგან დამოუკიდებელი შესაძლებლობების უზრუნველყოფის პოლიტიკის განხორციელების ხერხების შემუშავებას. გენდერული მიდგომის განხორციელების ეტაპები შეგვიძლია შემდეგნაირად წარმოვიდგინოთ:
    ● კონკრეტული გენდერული პრობლემის (გენდერული უთანასწორობის) არსებობის გაცნობიერება;
    ● ვითარების შესწავლა, ინფორმაციის მოპოვების, კვლევისა და ანალიზის საშუალებით;
    ● გენდერული ცვლილების სტრატეგიის შემუშავება;
    ● სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება;
    ● სამოქმედო გეგმის განხორციელება;
    ● განხორციელების შემუშავება
    Source: ხომერიკი ლელა. გენდერი და პოლიტიკა : ინტენსიური სემინარი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ლელა ხომერიკი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 48გვ. ; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია). - ISBN 99940-872-5-8 : [ფ.ა.]
  2. მიდგომა, რომელიც ორიენტირებულია ჩამოაყალიბოს და განამტკიცოს პიროვნების თვითრეალიზაციის თანასწორი და სქესისგან დამოუკიდებელი შესაძლებლობის პოლიტიკა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. გ.მ. გულისხმობს, რომ ყურადღება უნდა მიექცეს ქალსაც და მამაკაცსაც, მათ როლებს, მოვალეობებს, მოთხოვნილებებს, პოტენციალს. გენდერული თანასწორობის საკითხი ამ მიდგომისთვის უპირატესია.
    Source: პოლიტიკაში ქალთა დაწინაურების კამპანია და პოლიტიკოსის უნარ-ჩვევები. – [სახელმძღვანელო ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი]. – თბილისი. – 2006.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9