1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გეგ გეი გელ გენ გეო გერ გეუ

გენდერული მეინსტრიმინგი

  1. ქალთა და მამაკაცთა პრიორიტეტებისა და საჭიროებების სისტემური ინტეგრაცია პოლიტიკის ფორმირების, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით. სამი ძირითადი ჯგუფი შეიძლება გამოიყოს იმ სტრუქტურების, რომლებმაც განავითარეს გენდერული მეინსტრიმინგის იდეა: 1) განვითარების საერთაშორისო სააგენტოები, 2) გაეროს სტრუქტურები (განსაკუთრებით: გაეროს განვითარების პროგრამა UNDP, გაეროს ქალთა პროგრამა UNIFEM), 3) ევროპული სტრუქტურები. გენდერული მეინსტრიმინგის იდეა ამოიზარდა მიდგომიდან ,,ქალები განვითარების პროცესში“ (Women in Development). ეს მიდგომა თავდაპირველად შეიმუშავა განვითარების საკითხებზე მომუშავე სოციალურად და პოლიტიკურად აქტიურმა ქალთა ჯგუფმა ვაშინგტონში.
  2. ეკოსოსის განმარტებით, ,,ყოველი დაგეგმარებადი საქმიანობის, მათ შორის, კანონმდებლობის, პოლიტიკის, ნებისმიერი სფეროსა და ყველა დონის პროგრამების ქალებსა და მამაკაცებზე ზეგავლენის შეფასების პროცესია”.
  3. ინიციატივები, რომლებიც როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს საშუალებას აძლევს გამოხატონ თავითი შეხედულებები და მიიღონ მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში თავიანთი პრობლემების გადასაჭრელად” - ევროსაბჭოს განვითარების დახმარების კომიტეტი.
  4. ევროკომისია მას განმარტავს, როგორც ,,სტრატეგიული გრძელვადიანი მიდგომას, რომელიც ნერგავს გენდერულ თანასწორობას სისტემებში, სტრუქტურებში, ინსტიტუტებში, პროგრამებში, პოლიტიკასა და პრაქტიკაში”.
    Source: ხომერიკი ლელა. გენდერი და პოლიტიკა : ინტენსიური სემინარი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ლელა ხომერიკი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 48გვ. ; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია). - ISBN 99940-872-5-8 : [ფ.ა.]
  5. ყველა სფეროში და დონეზე პოლიტიკის შემუშავებისას და განხორციელებისას გენდერული თანასწორობის პრინციპების გათვალისწინება.
    Source: საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია
  6. გენდერული პრობლემატიკის ჩართვა პოლიტიკის მთავარ მიმართულებებში. იგულისხმება ევროკავშირის ნებისმიერი გადაწყვეტილებების დაგეგმვისა და განხორციელების, ასევე მათი შედეგების შეფასების პროცესში თანაბარუფლებიანობის საკითხის გათვალისწინების სისტემატური მონიტორინგი (უნდა შემოწმდეს გათვალისწინებულია თუ არა ორივე სქესის თანაბარი მონაწილეობა).
    Source: გენდერული თანასწორობის საკითხები: ევროპული გამოცდილება და ქართული რეალობა, / [ რედაქტორები: მაია ბრანკა; მილენა მითაგვარია;] - თბ., 2005 : „ქალთა პოლიგრაფიულ სერვისი”
  7. ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პრობლემისადმი მიდგომა სტუდენტებს დაევალებათ ინდივიდუალური მუშაობისათვის განკუთვნილ დროში მოამზადონ სასწავლო კურსის რიდერში წარმოდგენილი ლექციის თემატიკის შესატყვის მასალები.
    Source: წერეთელი მზია. გენდერი-კულტურული და სოციალური კონსტრუქტი: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მზია წერეთელი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9