1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გეგ გეი გელ გენ გეო გერ გეუ

გენდერული სტატისტიკა

  1. ასახავს ქალისა და მამაკაცის მდგომარეობას ყველა სფეროში - და შესაძლებლობას იძლევა გენდერული საკითხების სისტემური შესწავლისათვის. გენდერული სტატისტიკის შექმნა ნიშნავს ტრადიციულ სტატისტიკის სისტემაში გენდერის მეინსტრიმინგის განხორციელებას, ანუ გენდერული ინფიკატორების დანერგვას სტატისტიკის სისტემის ყველა სფეროში და ყველა დონეზე. სრულყოფილი გენდერული სტატისტიკა გულისხმობს გენდერული ფაქტორების გათვალისწინებას მონაცემთა შეკრების, ანალიზისა და წარმოდგენის დროს და რაც მთავარია, მონაცემების გავრცელებას მომხმარებლისათვის მოხერხებულ ფორმატში.
    Source: ხომერიკი ლელა. გენდერი და პოლიტიკა : ინტენსიური სემინარი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ლელა ხომერიკი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 48გვ. ; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია). - ISBN 99940-872-5-8 : [ფ.ა.]
  2. სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და წარმოება ცალ-ცალკე ქალებზე და მამაკაცებზე მათი ფუნქციონირების ყველა ასპექტის შესახებ.
    Source: ქალი და ძალაუფლება ,– [პუბლიკაცია მოამზადა: მაია კუპრავა შარვაშიძემ თამარ აბრამიშვილმა],– ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,–თბ,–2005
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9