1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გლო

გლობალიზმი

  1. აზრობრივი ვირუსი, რომელიც ბოლო დროს შეეყარა ყველა პარტიას, ყველა რედაქციას, ყველა ინსტიტიტუტს. მის დოგმატს წარმოადგენს არა ის, რომ ადამიანებმა ეკონომიკურად უნდა იმოქმედონ, არამედ ის, რომ ყველაფერი, პოლიტიკა, მეცნიერება, კულტურა - ეკონომიკურ პრიმატს უნდა ემორჩილებოდეს. ამით ნეო-ლიბერალისტური გლობალიზმი თავის დაუძინებელ მტერს - მარქსიზმს მოგვაგონებს” (რა არის გლობალიზაცია? უ. ბეკი. გვ. 156).
    Source: ჟვანია ნინო. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჟვანია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 74გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99940-872-2-3 : [ფ.ა.]
  2. მსოფლიო ბაზრის ბატონობის გაგება. მას გლობალიზაციის მრავალმხრივობა (პოლიტიკური, კულტურული, ეკოლოგიური და სხვა) დაყავს მხოლოდ სამეურნეო განზომილებამდე და სხვა დანარჩენს მხოლოდ მის დაქვემდებარებაში წარმოადგენს. გლობალიზმი იძლევა იმის საშუალებას, რომ, შეიძლება მაგალითად, გერმანია, მართო უბრალო საწარმოსავით.
    Source: წერეთელი ივანე, კაკიტელაშვილი ქეთევან. კულტურა და მოდერნიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ივანე წერეთელი, ქეთევან კაკიტელაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
  3. იდეოლოგიური პოზიცია, რომელიც მხარს უჭერს გლობალიზაციას როგორც თანამედროვე საზოგადოების სასურველსა და აურიდებელ ნიშან-თვისებებს.
    Source: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9