1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დაა დაბ დაგ დად დავ დაზ დათ დაი დაკ დალ დამ დან დაპ დარ დას დატ დაუ დაფ დაქ დაღ დაყ დაშ დაც დაწ დახ

დამოკიდებულების თეორია

  1. მარქსიზმის ცენტრალური კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ჩრდილოეთი იმონებს სამხრეთს. სამხრეთი ღარიბია არა იმიტომ, რომ ჩამორჩენილია, არამედ იმიტომ, რომ ჩრდილოეთი მას უწევს ექსპლუატაციას
    Source: აკობია ეკა, საერთაშორისო ურთიერთობების თეორია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ეკა აკობია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 100გვ. ; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. - ISBN 99940-872-6-6 : [ფ.ა.]
  2. განვითარდა 1950-იანი წლების ბოლოს პრებიშის იდეების საფუძველზე. პრებიში და მისი თანამოაზრეები თვლიდნენ, რომ ეკონომიკურ ზრდას წამყვან ქვეყნებში არ მოყვებოდა ღარიბი ქვეყნების განვითარება. უფრო მეტიც, მათი აზრით, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური საქმიანობა ხშირად სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს ქმნიდა ღარიბ სახელმწიფოებში. ეს ეწინააღმდეგებოდა ნეოკლასიკოსების შეხედულებებს, რომელთა მიხედვით, ეკონომიკური ზრდა ხელსაყრელი იყო ყველასთვის (Pareto Optimal - ეკონომიკური ვითარება რომელშიც თუ ერთი ადამიანის ან ჯგუფის ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება მეორის - უარესდება. არავის შეუძლია გამდიდრება ვინმე სხვის გაღარიბების გარეშე), მაშინაც კი, თუ მოგება არ ნაწილდებოდა თანაბრად.
    Source: ჟვანია ნინო. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჟვანია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 74გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99940-872-2-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9