1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დაა დაბ დაგ დად დავ დაზ დათ დაი დაკ დალ დამ დან დაპ დარ დას დატ დაუ დაფ დაქ დაღ დაყ დაშ დაც დაწ დახ

დასავლეთის (ურთიერთდამოკიდებულების) ქვესისტემა

ეს ქვესისტემა, რომელსაც ასევე ურთიერთდამოკიდებულების ქვესისტემას უწოდებენ, მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკის, დასავლეთ ევროპისა და იაპონიის მაღალგანვითარებულ სახელმწიფოებს. ჯოან სპირო აღნიშნავს, რომ შესაძლებელია ამ ქვესისტემაში ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის გაერთიანებაც (The Politics of International Economic Relations, Joan Edelman Spero, Fourth Edition.). ისინი უამრავი ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო, ტექნოლოგიური და სხვ. კავშირით მჭიდროდა არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. მათ შორის ამგვარი ურთიერთობა ჩამოყალიბდა და განვითარდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამაში უდიდესი როლი შეასრულა ე.წ. ბრეტონ-ვუდსის სავალუტოსაფინანსო სისტემამ და ტარიფებისა და ვაჭრობის გენერალურმა შეთანხმებამ. საერთაშორისო რეჟიმმა, რომელიც აშშ დოლარზე და ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკურ და სამხედრო ჰეგემონიაზე იყო დაფუძნებული. ორივე ხსენებულმა რეჟიმმა ხელი შეუწყო ამ ქვესისტემის სახელმწიფოებში ეკონომიკურ აღმავლობას, წარმოების გაშლას, ექსპორტის ზრდას, ტექნოლოგიურ პროგრესს და აშ. ამან საერთაშორისო საფინანსო და სავაჭრო აქტივობა, საფინანსო ბაზრების ინტერნაციონალიზაცია და, როგორც ყოველივე ამის შედეგი, ხსენებულ სახელმწიფოთა ურთიერთდამოკიდებულება მოიტანა. ამ ქვესისტემის შიგნით ჩამოყალიბდა ევროპის სახელმწიფოთა ინტეგრაცია და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების ინტეგრაცია (NAFTA - North American Free Trade Agreement - ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. დაარსდა 1994 წელს. თავდაპირველად აერთიანებდა აშშ-ს, კანადასა და მექსიკას. მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ამ წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობის გაინტენსიურებას. ითვალისწინებს ტარიფების შემცირებას, წევრი სახელმწიფოებისათვის სავაჭრო სფეროში შეღავათების მინიჭებას და სხვ.).
Source: ჟვანია ნინო. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჟვანია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 74გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99940-872-2-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9