1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დაა დაბ დაგ დად დავ დაზ დათ დაი დაკ დალ დამ დან დაპ დარ დას დატ დაუ დაფ დაქ დაღ დაყ დაშ დაც დაწ დახ

დაწყებითი განათლება

ტერმინის სათანადო განმარტების მიზნით, კომიტეტი [ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი] ხელმძღვანელობს მსოფლიო დეკლარაციით - განათლება ყველასთვის, რომელიც აცხადებს: „დაწყებითი სასკოლო განათლება არის ოჯახის გარეთ ბავშვებისათვის საბაზო განათლების უზრუნველყოფის ძირითადი სისტემა. დაწყებითი განათლება უნდა იყოს საყოველთაო, უზრუნველყოფდეს ყველა ბავშვის მოთხოვნის დაკმაყოფილებას საბაზისო განათლების სისტემაში და ითვალისწინებდეს საზოგადოების კულტურას, მოთხოვნებსა და შესაძლებლობებს“ (მუხლი 5). „საბაზისო საგანმანათლებლო მოთხოვნები“ ჩამოყალიბებულია მსოფლიო დეკლარაციის პირველ მუხლში. მიუხედავად იმისა, რომ დაწყებითი განათლება საბაზისო განათლების სინონიმური არ არის, მათ შორის ძალზე მჭიდრო ურთიერთკავშირია. ამასთან დაკავშირებით, კომიტეტი მხარს უჭერს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) პოზიციას, რომელიც აღიარებს, რომ: „დაწყებითი განათლება საბაზისო განათლების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია“.
Source: ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები = Economic, Social and Cultural Rights : სახელმძღვ. / რედ.: ასბორნ ეიდე, კატარინა კრაუზე, ალან როსას ; თარგმანი ნანა ჯაფარიძე-ჭყოიძისა - მე-2 განახლ. გამოც. - [თბ., 2006]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9