1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ევა ევგ ევთ ევრ ევქ

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი

დაარსდა 1991 წელს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური რეჟიმის დაცემის საპასუხოდ, რათა ხელი შეეწყო ამ სახელმწიფოებში კერძო სექტორის განვითარებისათვის დემოკრატიულ გარემოში. ამჟამად ბანკი ეხმარება 27 ქვეყანას აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ჩათვლით. ძირითადი მიზანია დაეხმაროს ქვეყნებს თანმიმდევრულად გადავიდნენ საბაზრო ეკონომიკაზე. თავისი ფულის ინვესტირების გარდა ბანკი ახდენს დიდი რაოდენობით უცხოური ინვესტიციის მობილიზაციასაც ქვეყნებისათვის. ბანკის დახმარება გაიცემა სესხების სახით უმეტესად ფინანსებში, ინფრასტრუქტურასა და წარმოებაში. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მცირე და საშუალო ბიზნესზე. კერძო სექტორის გარდა, ბანკი მუშაობს, აგრეთვე სახელმწიფო სექტორშიც და ხელს უწყობს პრივატიზაციის პროცესს, სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფი კომპანიებისა და მუნიციპალური სამსახურების რესტრუქტურიზაციას. ბანკის ინვესტიციებს თან ახლავს ტექნიკური დახმარების პროგრამები, რომელთა მიზანია ხელი შეუწყონ ქვეყანას გარდამავალ პერიოდში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და გარემოს დაცვის დონეებზე. ბანკის კაპიტალი შეადგენს 20 მილიარდ ევროს.
Source: ჟვანია ნინო. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჟვანია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 74გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99940-872-2-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9