1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ეკლ ეკო ეკუ

ეკონომიკური ლიბერალიზმი

  1. გილპინი ეკონომიკურ ლიბერალიზმს უწოდებს იმ პრინციპების ერთობლიობას, რომლებიც ემსახურებიან ეკონომიკური ზრდის და ინდივიდუალური კეთილდღეობის ორგანიზაციას და მენეჯმენტს. ეს მიმდინარეობა ეყრდნობა მოსაზრებას, რომ თუ მივუშვებთ, საბაზრო ეკონომიკა თავისივე წესების მიხედვით, სპონტანურად განვითარდება. მერკანტილისტებისგან განსხვავებით, ეკონომიკური ლიბერალიზმის მიმდევრები ცენტრალურ აქტორებად აღიარებენ ინდივიდებს, რომლებიც არიან მომხმარებლები, ან მიმწოდებლები. შესაბამიად, ეკონომიკური გაცვლები ბაზრის გამოყენებით არის დადებით ჯამოვანი, ნულოვან ჯამოვანის საპირისპიროდ, რომლის შედეგად ყველა იგებს უფრო მეტს ვიდრე გასცემს, მზარდი ეფექტურობის წყალობით.
  2. კრიტიკა სახელმწიფოს მიერ ეკონომიკური საქმიანობის კონტროლის საწინააღმდეგოდ. ეკონომიკური ლიბერალიზმის წარმომადგენლები უარყოფენ თეორიებს, რომლებიც ეკონომიკას პოლიტიკას უქვემდებარებენ. ამ თეორიის თვალსაჩინო წარმომადგენელს, ადამ სმიტს სწამდა, რომ ბაზრები ფართოვდებიან სპონტანურად ადამიანური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მთავრობები არ ჩაერევიან ამ ეკონომიკურ პროცესში. სმიტის მიხედვით ეკონომიკური ბაზარი არის პროგრესის, თანამშრომლობის და კეთილდღეობის ძირითადი წყარო. ამის საპირისპიროდ, მათ სწამთ, რომ პოლიტიკური ჩარევა და სახელმწიფოებრივი რეგულაციები არის არაეკონომიკური, რეტროგრაციული და შეიძლება კონფლიქტამდეც მიგვიყვანოს. გილპინი ეკონომიკურ ლიბერალიზმს უწოდებს იმ პრინციპების ერთობლიობას, რომლებიც ემსახურებიან ეკონომიკური ზრდის და ინდივიდუალური კეთილდღეობის ორგანიზაციას და მენეჯმენტს. ეს მიმდინარეობა ეყრდნობა მოსაზრებას, რომ თუ მივუშვებთ, საბაზრო ეკონომიკა თავისივე წესების მიხედვით, სპონტანურად განვითარდება. მერკანტილისტებისგან განსხვავებით, ეკონომიკური ლიბერალიზმის მიმდევრები ცენტრალურ აქტორებად აღიარებენ ინდივიდებს, რომლებიც არიან მომხმარებლები, ან მიმწოდებლები. შესაბამიად, ეკონომიკური გაცვლები ბაზრის გამოყენებით არის დადებით ჯამოვანი, ნულოვან ჯამოვანის საპირისპიროდ, რომლის შედეგად ყველა იგებს უფრო მეტს ვიდრე გასცემს, მზარდი ეფექტურობის წყალობით. მიუხედავად ზემოთმოყვანილი არგუემტნებისა, ეკონომიკური ლიბერალიზმის შიგნით არსებობს დებატები იმის შესახებ, თუ რა ხარისხის ჩარევა არის დასაშვები მთავრობის მხრიდან. ადრეული ეკონომიკური ლიბერალიზმის მიმდევრები როგორც ვიცით „laissez-faire“ პოლიტიკას ემხრობოდნენ. ეს პოლიტიკა ითვალისწინებდა ეკონომიკური საქმიანობების სრულ სითავისუფლეს ყველანაირი პოლიტიკური შეზღუდვების და რეგულაციებისგან. თუმცა, იგი ასევე ითვალისწინებდა მთავრობების მიერ მინიმალური პირობების შექმნას, თუნდაც იურიდიული ჩარჩოების ჩამოყალიბებას, რომელშიც ბაზარმა უნდა იფუნქციონიროს. ეკონომიკური ლიბერალიზმის მიმდევრები ასევე თავიდანვე აღიარებდნენ იმ ფაქტს, რომ ბაზარი ყოველთვის ვერ იმოქმედებს ეფექტურად და ყველასთვის სასარგებლოდ. ასეთ შემთხვევებს ბაზრის ჩავარდნა ეწოდება და ამის თავიდან ასაცილებლად პოლიტიკური რეგულაციები, ან შეზღუდვებია საჭირო. ჯონ სტუარტ მილი თავისი მრწამსით ასევე ლეიზეზ ფეარის მიმდევარი იყო, მაგრამ ამავდროულად აკრიტიკებდა მზარდ ქონებრივ უთანასწორობას და მოუწოდებდა სახელმწიფოს მიერ შეზღუდული როლის თამაშს ცალკეულ სფეროებში სიტუაციის გამოსაწორებლად, მაგალითად განათლებასა და სიღარიბის დაძლევის სფეროში. მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ეკონომისტი, ჯონ მეინარდ კეინსი განავრცობს მილის მოსაზრებას და ემხრობა ეკონომიკური პროცესების სახელმწიფოს მიერ „ჭკვიანურად“ მართვას. კეინსის იდეებმა დასაბამი დაუდო რეფორმირებულ ლიბერალურ თეორიას, რომელიც ძველებურად საბაზრო ეკონომიკას ეფუძნება, მაგრამ ასევე ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ჩარევის და ეკონომიკისთვის მიმართულების მიცემის გზებს.
    Source: აკობია ეკა, საერთაშორისო ურთიერთობების თეორია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ეკა აკობია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 100გვ. ; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. - ISBN 99940-872-6-6 : [ფ.ა.]
  3. რწმენა, რომ ბაზარი, როგორც თვითრეგულირებადი მექანიზმი, ნამდვილად ქმნის ყველასთვის ხელმისაწვდომ ზოგად კეთილდღეობასა და შესაძლებლობებს.
    Source: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9