1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ვა ვე ვი ვო ვუ
ვაი ვაკ ვალ ვან ვარ ვაუ ვაშ ვაჭ ვაჰ

ვაჭრობისა და ტარიფების გენერალური შეთანხმება

E. General Agreement on Tarrifs and Trade - GATT
განიხილებოდა როგორც მდიდარი ქვეყნების კლუბი. გატის წესები ესაა - ე.წ. ვაჭრობის ლიბერალური წესები მდიდართა სასარგებლოდ. გატი შეიქმნა 1947 წელს. მიზანი იყო წევრ ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობისათვის ხელშეწყობა, რაც გამოიხატებოდა მოლაპარაკებების წარმოებაში ტარიფების დარეგულირებისა და შემცირების შესახებ. თავისუფალი ვაჭრობის გაფართოება და გაინტენსიურება, თავის მხრივ, ხელს შეუწყობდა კაცობრიობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. მას, აგრეთვე უნდა შეემუშავებინა დავების მოგვარების მექანიზმები. შტაბბინა იყო ჟენევაში. გატის მოლაპარაკებებს უწოდებენ რაუნდებს. გატის უნდა მიეღწია თავისუფალი და უფრო სამართლიანი ვაჭრობისათვის, ტარიფების შემცირებისა და სხვა სავაჭრო ბარიერების მოხსნის გზით. იგი თავის საქმიანობაში ეყრდნობოდა სამ პრინციპს: ● არადისკრიმინაცია, მრავალმხრივობა, და ყველაზე სასურველი სახელმწიფოს პრინციპის (Most-Favoured Nation Principle) გავრცელება შეთანხმების ყველა წევრზე (ყველაზე სასურველი ქვეყნის პრინციპი ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის, როდესაც წევრი სახელმწიფო შეღავათებს აწესებს ერთი სავაჭრო პარტნიორისთვის, მან იგივე შეღავათები უნდა მიანიჭოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ყველა დანარჩენ წევრს, რათა ყველა იყოს თანაბარ პირობებში); ● ვაჭრობის გაინტენსიურება წევრ სახელმწიფოებს შორის სავაჭრო ბარიერების შემცირების გზით; ● უპირობო თანამშრომლობა ყველა წევრს შორის. უნდა შექმნილიყო მსოფლიო სავაჭრო რეჟიმი ან უნივერსალური კანონები სავაჭრო პოლიტიკის წარმოებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთის ბლოკი და ნაკლებად განვითარებული სახელმწიფოების უმეტესობა არ შეუერთდა გატს და არ სცნეს მისი პრინციპები, ხოლო წევრი სახელმწიფოები სრულად არ ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობებს, გატმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ომის შემდგომ პერიოდში მსოფლიო ვაჭრობის ლიბერალიზაციის პროცესს.
Source: ჟვანია ნინო. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჟვანია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 74გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99940-872-2-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9