1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მაგ მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მაჟ მარ მას მატ მაუ მაფ მაქ მაღ მაყ მაჩ მაძ მაჰ

მარქსიზმი

  1. E. Marxism
    თეორია ეფუძნება მეცხრამეტე საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსის და ეკონომისტის კარლ მარქსის მოსაზრებებს. მარქსიზმი ფუნდამენტურ წინააღმდეგობაშია ეკონომიკურ ლიბერალიზმთან რადგან ის ეკონომიკას განიხილავს არა როგორც დადებით ჯამოვან თამაშს არამერ როგორც ადამიანების ექპლუატაციის და კლასობრივი უპირატესობის ასპარეზს. მარქსისტები უფრო მერკანტილისტების შეხედულებას ემხრობიან, მაგრამ სახელმწიფოების მაგივრად ურთიერთობებს განაზოგადებენ კლასებს შორის. მერკანტილისტებისგან განსხვავებით ეკონომიკას პირველ ადგილზე აყენებნ და პოლიტიკას მეორეზე. კაპიტალისტური ეკონომიკა განიხილება კლასობრივ ჭრილში. შესაბამისად, კაპიტალიზმი ეყრდნობა ორ კლასს: ბურჟუაზია, რომელიც ფლობს წარმოების საშუალებებს და პროლეტარიატს, რომელსაც გააჩნია მხოლოდ სამუშაო ძალა, რომელსაც ბურჟუაზია მისგან ყიდულობს. მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალისტური ეკონომიკა ექსპლუატაციაზეა დაყრდნობილი, მარქსი მას მაინც პროგრესულ მოვლენად განიხილავდა, რადგან განვითარების საბოლოო ეტაპს ხედავდა სოციალისტურ რევოლუციაში, რომლის შედეგადაც წარმოების საშუალებებზე დამყარდებოდა სოციალური/კოლექტიური კონტროლი. მარქსიზმის იდეოლოგია მატერიალისტურია, რადგან ის ეკონომიკურ საქმიანობას მიიჩნევს ყველა დანარჩენი ადამიანური საქმიანობის, პოლიტიკის ჩათვლით, საფუძვლად. შესაბამისად, ის ბურჟუაზიური კლასი, რომელიც ფლობს ეკონომიკურ სადავეებს ასევე დომინირებს პოლიტიკას რადგან ეკონომიკა არის პოლიტიკის საფუძველი. აქედან გამომდინარეობს მარქსისტული პოლიტიკური ეკონომიკის ჩარჩოებიც: სახელმწიფოები არიან ავტონომიურები. ისინი ახორციელებენ მმართველი კლასის, ანუ ბურჟუაზიის ინტერესებს. შესაბამისად, კონფლიქტები სახელმწიფოებს შორის, მარქსიზმის თვალსაზრისით არის იგივე კონფლიქტები სხვადასხვა სახელმწიფოების მმართველ კლასებს შორის. მეორე მოსაზრება კი ის არის, რომ როგორც ეკონომიკური სისტემა, კაპიტალიზმი არის ექსპანსიონისტური, რაც გამოიხატება გასაღების ბაზრების და მოგების გაუთავებელ ძიებაში. ისტორიულად ამ ექსპანსიას ქონდა იმპერიალიზმის ხოლო შემდეგ კოლონიალიზმის ფორმა. მარქსიზმის მიხედვით კაპიტალისტური ექსპანსია დეკოლონიზაციის შემდეგად გრძელდება, ამჟამად უკვე ეკონომიკური გლობალიზაციის საშუალებით, რომელიც იმართება გიგანტური ტრანსნაციონალური კორპორაციების მიერ.
    Source: აკობია ეკა, საერთაშორისო ურთიერთობების თეორია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ეკა აკობია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 100გვ. ; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. - ISBN 99940-872-6-6 : [ფ.ა.]
  2. ფრიდრიხ ენგელსი და კარლ მარქსის იდეების საფუძველზე განვითარებული პოლიტიკური ფილოსოფია და პრაქტიკა. მარქსიზმის მრავალი ვარიაცია არსებობს, თუმცა მისი ძირითადი პრინციპი ეფუძნება მოსაზრებას, რომ კაპიტალიზმი დამყარებულია პროდუქციის წარმოების მფლობელთა მიერ მუშა ადამიანების ექსპლუატაციაზე. მარქსისტების აზრით, კაპიტალიზმი ყველანაირი ჩაგვრის საფუძველს წარმოადგენს.
    Source: შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში/[რედ.: შორენა გაბუნია, ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 408 გვ.; 20 სმ. - განმარტებითი ლექსიკონი: გვ. 384-408.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9