1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მე- მეგ მედ მეზ მეთ მეი მეკ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეფ მექ მეც მეწ მეხ

მეინსტრიმინგი

ნიშნავს პერიფერიიდან ძირითად ნაკადში მოქცევას (არსებობს აზრი, რომ ეს ტერმინი გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად გადმოღებულია განათლების პოლიტიკისა და პრაქტიკის ლექსიკონიდან, სადაც მეინსტრიმინგი ნიშნავს მოსწავლის გადაყვანას სპეციალური კომპენსატორული განათლების კურსიდან ძირითად სასწავლო ნაკადში). გენდერული მეინსტრიმინგის იდეა წარმოიშვა 1970-იან წლებში, დამუშავდა და განვითარდა 1980-იან წლებში ძირითადად განვითარების საკითხებით დაკავებული საერთაშორისო ორგანიზაციების წიაღში (აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), მსოფლიო ბანკი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია). პეკინის მოქმედებათა პლატფორმამ მკაფიოდ განსაზღვრა გენდერული მეინსტრიმინგი, როგორც პრაქტიკული პოლიტიკის მიზანი.
Source: აკობია ეკა, საერთაშორისო ურთიერთობების თეორია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ეკა აკობია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 100გვ. ; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. - ISBN 99940-872-6-6 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9