1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მე- მეგ მედ მეზ მეთ მეი მეკ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეფ მექ მეც მეწ მეხ

მერკანტილიზმი

  1. მერკანტილიზმი იყო პოლიტიკური ელიტების შეხედულება, რომლებიც თვლიდნენ, რომ ეკონომიკური საქმიანობა უნდა ემსახურებოდეს უპირველეს მიზანს, რაც არის ძლიერი სახელმწიფოს აღმშენებლობა. სხვა სიტყვებით, ეკონომიკა, მერკანტილისტების აზრით არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, პოლიტიკური ძლიერების საფუძველი. მერკანტილისტების ხედვით საერთაშორისო ეკონომიკა არის კონფლიქტის არენა კონკურენტულ ეროვნულ იტნერესებს შორის. რობერტ გილპინის აზრით ქვეყნებს შორის ეკონომიკურ კონკურენციას შეიძლება ჰქონდეს ორგვარი ფორმა. პირველი შეიძლება იყოს თავდაცვითი, ანუ კეთილი მერკანტილიზმი: სახელმწიფოები იღწვიან თავიანთი ეკონომიკური ინტერესების უზრუნველსაყოფად მაგრამ არ არის აუცილებელი რომ ამ ღონისძიებებს განსაკუთრებულად ნეგატიური გავლენა ჰქონდეთ სხვა სახელმწიფოებზე. მეორე ფორმა კი უფრო აგრესიულია და ბოროტი მერკანტილიზმის სახელით არის ცნობილი. ამ შემთხვევაში სახელმწიფოები ცდილობენ საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის უზურპაციას ექსპანსიური ქმედებების საშუალებით. მერკანტილიზმი განიხილავს ეკონომიკას როგორც პოლიტიკაზე, კერძოდ კი მთავრობაზე დაქვემდებარებულ ინსტრუმენტს. ეკონომიკური საქმიანობა განიხილება სახელმწიფოს ძლიერების გაზრდის კონტექსტში. შესაბამისად, სახელმწიფო, რომელიც არის ეროვნული ინტერესების გამტარებელი და მასზე პასუხისმგებელი, წარმართავს კერძო ეკონომიკურ ინტერესებს ამ მიზნების მისაღწევად. მერკანტილისტების თვალსაზრისით, როდესაც ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, უსაფრთხოების ინტერესებს აქვთ უპირატესობა.
  2. რეალიზმის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობა უნდა იყოს სახელმწიფოს გაძლიერების მექანიზმი და უნდა ემსახუროს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. შესაბამისად, სიმდიდრე უნდა ემსახუროს და კონტროლდებოდეს სახელმწიფოს მიერ. ამ დოქტრინას მერკანტილიზმი ან ეკონომიკური ნაციონალიზმი ეწოდება.
    Source: აკობია ეკა, საერთაშორისო ურთიერთობების თეორია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ეკა აკობია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 100გვ. ; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. - ISBN 99940-872-6-6 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9