1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მსა მსგ მსო მსუ მსჯ

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია

E. World Trade Organisation
დაარსდა 1995 წელს და ფაქტიურად შეცვალა გატი. მისი შტაბბინა ჟენევაშია. მმართველი ორგანოა მინისტრთა კონფერენცია, რომელიც იკრიბება ორ წელიწადში ერთხელ. ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობას ახორციელებს გენერალური საბჭო. მას საფუძვლად უდევს 30-მდე შეთანხმება, რომლებიც წარმოადგენენ საერთაშორისო ვაჭრობისა და სავაჭრო პოლიტიკის სამართლებრივ ბაზას. ეს შეთანხმებები თავმოყრილია ურუგვაის რაუნდის საბოლოო აქტში, რომლის ძირითადი პრინციპებია: არადისკრიმინაციული დამოკიდებულება ყველა ქვეყნის მიმართ; თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობა; კონკურენციის ხელშეწყობა; განსაკუთრებული დახმარების აღმოჩენა ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის. მსოფლიო სავაჭრო ორგანოზაციას აქვს სამი ძირითადი მიზანი: ● ხელი შეუწყოს ვაჭრობას; ● მიაღწიოს თანდათანობით ლიბერალიზაციას მოლაპარაკებების გზით; ● დანერგოს დავების სამართლიანი მოგვარების მექანიზმები. ● მისი ერთ-ერთი მიზანია, აგრეთვე პროტექციონიზმთან ბრძოლა.
Source: ჟვანია ნინო. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჟვანია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 74გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99940-872-2-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9