1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ნ. ნა ნე ნი ნო ნუ
ნაა ნაგ ნად ნავ ნათ ნაკ ნამ ნარ ნატ ნაფ ნაც ნაწ ნახ

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია

E. Organisation of Petrolium Exporting Countries - OPE
თერთმეტი განვითარებადი ქვეყნისაგან შემდგარი საერთაშორისო ორგანიზაცია. დაარსდა 1960 წლის სექტემბერში ბაღდადის კონფერენციაზე. პირველი ხუთი წელი შტაბბინა იყო ჟენევაში. 1965 წლიდან კი - ვენაშია. მისი წევრები მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული ნავთობიდან მიღებულ შემოსავალზე, როგორც შემოსავლის ძირითად წყაროზე და ეს სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ამ ქვეყნების ეკონომიკისათვის. ოპეკს ჰყავს ხუთი დამაარსებელი ქვეყანა: ირანი, ერაყი, ქუვეითი, საუდის არაბეთი და ვენესუელა. შემდეგ შეუერთდნენ: კატარი (1961წ.), ინდონეზია (1961წ.), ლიბია (1962წ.), არაბეთის გაერთიანებული საემიროები (1967წ.), ალჟირი (1969წ.), ნიგერია (1971წ.), ეკვადორი (1973-1992წწ.) და გაბონი (1975-1994წწ.). მათგან ეკვადორმა და გაბონმა მეოცე საუკუნის 90-იან წლებში დატოვეს ორგანიზაცია. ოპეკის დაარსებას ეწინააღმდეგებოდნენ სერიოზული ნავთობკომპანიები, რომლებიც, ძირითადად, აშშ-ს ბრიტანეთსა და გერმანიას ეკუთვნოდა. ოპეკს სურდა ნავთობის ფასების და მწარმოებლების გადასახადების შემცირება. თავიდან იგი მუშაობდა როგორც არაფორმალური გაერთიანება, რომელიც აწარმოებდა მოლაპარაკებებს მესამე სამყაროს მიერ ნავთობის გაყიდვასთან დაკავშირებით. იმ პერიოდში მისი საქმიანობა ძირითადად შემოიფარგლებოდა დასავლეთის ნავთობკომპანიებთან თანამშრომლობით და ნავთობის ხარისხის კონტროლით. ორგანიზაციის წევრობა თავისუფალია ნებისმიერი ქვეყნისათვის, რომელიც წარმოადგენს ნავთობის სოლიდურ ექსპორტიორს და იზიარებს ორგანიზაციის იდეალებს. თერთმეტი წევრი ერთობლივად ბაზარს მიაწოდებს ნავთობის მთელი პროდუქციის 40%-ს და ფლობს მსოფლიო ნავთობის დადასტურებული მარაგის 3/4-ზე მეტს. უფრო კონკრეტულად, ოპეკი ფლობს 78%. აქედან ყველაზე დიდი წილი მოდის საუდის არაბეთზე, შემდეგ მოდიან ირანი, ერაყი, ქუვეითი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ვენესუელა, ლიბია, ნიგერია, კატარი, ალჟირი და ინდონეზია. მათგან საუდის არაბეთის, ირანისა და ერაყის მარაგები შეადგენს ოპეკის მთელი მარაგის 57%-ს. ოპეკის მიზანია კოორდინირება გაუწიოს წევრი სახელმწიფოების პოლიტიკას ნავთობთან მიმართებაში, რათა უზრუნველყოს სამართლიანი და სტაბილური ფასები ნავთობპროდუქციაზე, ეფექტური, ეკონომიური და რეგულარული მიწოდება მომხმარებელი სახელმწიფოებისათვის და კაპიტალის სამართლიანი დაბრუნება მათთვის, ვინც ინვესტირება მოახდინა ინდუსტრიაში. ოპეკის მინისტრთა კონფერენცია იკრიბება წელიწადში ორჯერ და იგი პასუხისმგებელია ორგანიზაციის ზოგადი პოლიტიკის ფორმულირებაზე. ოპეკის სამდივნო მუდმივმოქმედი მთავრობათაშორისო ორგანოა. იგი დაფუძნებულია ვენაში. სამდივნოს ოფიციალური ენაა ინგლისური.
Source: ჟვანია ნინო. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჟვანია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 74გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99940-872-2-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9