1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საერთაშორისო სავალუტო ფონდი

  1. abbr. IMF
    გაეროს სპეციალიზებული დაწესებულება, რომელიც შეიქმნა 1944 წელს ბრეტონ-ვუდსის კონფერენციის გადაწყვეტილებით. ფონდი სრული ავტონომიით სარგებლობს. ფონდის წევრია 180-მდე ქვეყანა. წესდების მიხედვით, ფონდმა ხელი უნდა შეუწყოს საერთაშორისო სავალუტო თანამშრომლობას, საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოებას, თვალყური ადევნოს ვალუტის სტაბილურობას და გასცეს კრედიტები წევრ სახელმწიფოებზე საგადასახადო ბალანსების გასაწონასწორებლად. ფონდის ძირითად კაპიტალს შეადგენს წევრი სახელმწიფოების კვოტური შენატანები. თითოეული სახელმწიფოს კვოტური შენატანის ოდენობა განისაზღვრება ქვეყნის ფინანსურეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, რომელთა გადახედვაც პერიოდულად ხდება. საწევროების 25 პროცენტი იხდება ოქროსა და აშშ დოლარში, ხოლო 75 პროცენტი - ეროვნულ ვალუტაში. კრედიტების ოდენობა, რომელიც შეიძლება ავტომატურად მიიღოს თითოეულმა ქვეყანამ, შეეფარდება მის ,,ოქროს წილს”. ფონდიდან ამ ოდენობაზე მეტი თანხის მიღება შეზღუდულია. კრედიტები ფონდის წევრ ქვეყანას ეძლევა მისთვის საჭირო უცხოური ვალუტის მიყიდვის გზით, რაშიც ვალდებულია გადაიხადოს ეროვნული ვალუტა. 1970 წლიდან ფონდი უშვებს საერთაშორისო საკრედიტო საშუალებებს - ე.წ. ვალუტის ,,სასესხო სპეციალურ უფლებებს”, რომლებიც ფონდის წევრებს შორის მათი კვოტების პროპორციულად ნაწილდება. ფონდში გადამწყვეტ როლს ასრულებენ აშშ, ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი, იაპონია, იტალია, კანადა, ბელგია, ნიდერლანდები და შვეიცარია (ე.წ. ათთა ჯგუფი), რომლებსაც ხმების უმრავლესობა აქვთ და განსაზღვრავენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის სავალუტო პოლიტიკას. ფონდის უმაღლესი ორგანოა მმართველთა საბჭო, რომელიც წელიწადში ერთხელ იკრიბება. საბჭოში შედის თითოეული წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი. ფონდის შტაბ-ბინა მდებარეობს ვაშინგტონში. საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრია 1992 წლიდან.
    Source: ჟვანია ნინო. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჟვანია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 74გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99940-872-2-3 : [ფ.ა.]
  2. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შექმნის შეთანხმება მიღწეულ იქნა ბრეტონ ვუდის კონფერენციაზე, 1944 წლის 22 ივლისს, როგორც ომისშემდგომი რეკონსტრუქციის გეგმის ნაწილი. მისი შექმნის ინიციატორები იყვნენ გამოჩენილი ინგლისელი ეკონომისტი ჯონ მეინარდ კეინსი და შეერთებული შტატების ხაზინის მდივანი ჰარი დექსტერ უაიტი. შეთანხმება ძალაში შევიდა 1945 წლის 27 დეკემბრიდან, ხოლო ორგანიზაციამ არსებობა, როგორც ომისშემდგომი რეკონსტრუქციის გეგმის ნაწილმა, დაიწყო 1946 წლის მაისიდან, თავისი პირველი ფინანსური ოპერაცია კი 1947 წლის 1 მარტს განახორციელა.
    ფონდის მთავარ მიზანს წარმოადგენს ვალუტათა გაცვლითი კურსების მოწესრიგება და საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება. რაც საერთაშორისო ბაზარზე კაპიტალის თავისუფალ გადანაცვლებას შეუწყობდა ხელს.
    ფონდის დღევანდელი კაპიტალი 290 მლრდ. აშშ დოლარია, რაც ძირითადად 184 წევრი ქვეყნის შენატანს წარმოადგენს. საერთაშორისო სავალუტო ფონდს უფლება აქვს წევრ ქვეყნებზე ამ ფინანსური რეზერვებიდან სესხი გასცეს.
    Source: საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგადი მიმოხილვა და მათი თანამშრომლობა.– საქართველოსთან ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია,–თბ.,– 2005
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9