1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სმე სმი სმუ

სმუთ-ჰოლეის ტარიფი

1930 წლის ივნისის სმუთ-ჰოლეის ტარიფის აქტით, აშშ-ში დაწესდა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალი ტარიფები. აქტს ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ჰუვერმა. ავტორები იყვნენ რესპუბლიკელი სენატორი სმუთი იუტას შტატიდან და რესპუბლიკელი კონგრესმენი ჰოლეი ორეგონიდან. ტარიფის მიზანი იყო შიდა ფერმერების დაცვის გაძლიერება უცხოელი სასოფლო-სამეურნეო საქონლის იმპორტის საწინააღმდეგოდ. ეს აქტი მისი მიღებიდან დღემდე განსჯის მუდმივი საგანია. ბევრი მიიჩნევს, რომ სმუთ-ჰოლეის ტარიფმა სერიოზულად გააღრმავა დიდი დეპრესია და ეს უგუნური პროტექციონიზმის ნათელი მაგალითი იყო. ამ ტარიფის ისტორია ჰუვერის საპრეზიდენტო კამპანიიდან იწყება, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი დაპირდა ფერმერებს მათი საქონლის იმპორტზე ტარიფების გაზრდას. მიუხედავად იმისა, რომ 1920-იანი წლები ზოგადად ამერიკის კეთილდღეობის პერიოდი იყო, სოფლის მეურნეობა დაცემას განიცდიდა. 1920-1929წწ. საშუალო შემოსავლები ამ სფეროში შემცირდა. 1929 წლის მარტში, გაპრეზიდენტების შემდეგ ჰუვერმა წამოაყენა ტარიფების გაზრდის იდეა, თუმცა მას მხარი არ დაუჭირეს არა მარტო დემოკრატებმა, არამედ რესპუბლიკელების ნაწილმაც. 1929 წლის აგვისტოში დაწყებული დიდი დეპრესიის (ასე ათარიღებს ეკონომისტების უმრავლესობა, თუმცა ზოგიერთი დიდი დეპრესიის დასაწყისად ოქტომბერში საბირჟო ბაზრის კრახს მიიჩნევს) პირობებში სენატში მოხერხდა საჭირო ხმების დაგროვება აქტის მისაღებად 245 ხმით 177-ის წინააღმდეგ. მას მხარი დაუჭირეს რესპუბლიკელების უმეტესობამ და დემოკრატების 15 წარმომადგენელმა, რომელთაგან 10 იყო ლუიზიანადან და ფლორიდიდან. ისინი წარმოადგენდნენ ციტრუსებისა და შაქრის ინტერესებს, რომლებსაც ახალი აქტი მნიშვნელოვან პროტექციას ჰპირდებოდა. სმუთ-ჰოლეის ტარიფმა გამოიწვია სხვა სახელმწიფოების საპასუხო ქმედებები და გახდა ,,გააღარიბე შენი მეზობელი” (beggarthy-neighbor) პოლიტიკის სიმბოლო. ამ პოლიტიკის შედეგად მნიშვნელოვნად იკლო საერთაშორისო ვაჭრობამ. სმუთ-ჰოლეის ტარიფი არის პროტექციონიზმის ნათელი მაგალითი მეოცე საუკუნეში. ამ დაშვებული შეცდომის საპირისპიროდ 1934 წლიდან ამერიკის სავაჭრო პოლიტიკაში აშკარად) გამოიკვეთება ვაჭრობის ლიბერალიზაცია, და აშშ კისრულობენ მთავარი როლის შესრულებას თავისუფალი საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობაგანვითარებაში (GATT, NAFTA, WTO).
Source: ჟვანია ნინო. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჟვანია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 74გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99940-872-2-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9