ამ ქვესისტემაში მკაფიოდ გამოხატული დაპირისპირება და დაქვემდებარება შეინიშნება განვითარებულ (დასავლეთ ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა და იაპონია) და განვითარებად (აფრიკა, აზია და ლათინური ამერიკა) ქვეყნებს შორის. დასავლეთის ქვესისტემისგან განსხვავებით, ამ ქვესისტემაში გაერთიანებული სახელმწიფოები ძლიერ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ეკონომიკის განვითარების დონით და საერთო ეროვნული პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი განვითარებადი სახელმწიფოს მდგომარეობა გარკვეულწილად უმჯობესდება, აბსოლუტური განსხვავება შემოსავლებში უცვლელია.
Source: ჟვანია ნინო. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჟვანია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 74გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99940-872-2-3 : [ფ.ა.]