1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დებ დედ დევ დეი დეკ დელ დემ დენ დეო დეპ დერ დეს დეტ დეფ დეც

დემოკრატიული სახელმწიფო წყობა

სახელმწიფო წყობა “დემოკრატიულად ჩაითვლება, თუკი ნებისმიერი ძალაუფლება ხალხის მიერ გადმოიცემა (სახალხო სუვერენიტეტი), თუკი სახელმწიფოს თითოეული მოქალაქე მასში მონაწილეობას იღებს (არჩევნების უფლება), თუკი ამ პროცესში ნებისმიერი მოქალაქის უფლება თანასწორია (არჩევნების თანასწორუფლებიანობა), თუკი (ხალხის მიერ გადაცემული) ძალაუფლება განაწილებულია და (მართველობის პერიოდი) გარკვეულ დროში შეზღუდულია.” დემოკრატიის ზემოაღნიშნულ იდეალურ ტიპს მსოფლიოში ვერსად ვერ შევხვდებით თუმცა დემოკრატიის უპირატესობა, სხვა ტიპის მმართველობისგან განსხვავებით, სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ იგი ხალხის მიერ დელეგირებული ძალაუფლების განაწილების საფუძველზე ქმნის სახელმწიფოს არსებობისა და განვითარების ისეთ ფორმას, რომელშიც გარკვეულ სუბიექტთა ინტერესების რეალიზება და მიზნების მიღწევა ძალადობის გარეშე ხორციელდება.
Source: სესიაშვილი ირაკლი. ჯარი და დემოკრატია : პერსპექტივები ქართული ჯარის დემოკრატიზაციის გზაზე / [სარედ კოლ.: ირაკლი სესიაშვილი, შალვა თადუმაძე (ავტ.), კახაბერ კაციტაძე, ია გამყრელიძე (რედ.)] - [თბ. : ასოციაცია "სამართალი და თავისუფლება"], 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9