1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დებ დედ დევ დეი დეკ დელ დემ დენ დეო დეპ დერ დეს დეტ დეფ დეც

დენომინაცია

  1. ლათინური სიტყვაა და ,,გადარქმევას’’ ნიშნავს, მეორეული (რელიგიათ მცოდნეობითი) აზრით კი - იმ ორგანიზაციას, რომელიც ეკლესიისა და სექტის შუალედურ რგოლს, ე.ი. გარდამავალ საფეხურს წარმოადგენს. დენომინაციების არსებითი ნიშანი აქტიური მისიონერული მოღვაწეობაა, რითაც ისინი ერთმანეთს და ეკლესიას კონკურენციას უწევენ. ამის მიუხედავად დენომინაციები საზოგადოებასთან და სახელმწიფოსთან ნორმალურ ურთიერთობას ინარჩუნებენ, თუმცა სახელმწიფო რელიგიებს არ წარმოადგენენ. ისინი ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებთან ისე გაშინაურებული არ არიან, როგორც ეკლესიები, მაგრამ, სექტებისაგან განსხვავებით, არ უპირისპირდებიან მათ. მაგალითად: ჩვენს სინამდვილეში, საქართველოს ქრისტიან მოსახლეობაში, მიღებული ნორმაა ქელეხი, დაბადების დღეები, სადღეგრძელოები ღვინით, ნათესავების (მეშვიდე თაობამდე) უქორწინებლობა და ა.შ. დენომინაციები ამ ნორმებს იცავენ, სექტები - უგულვებელყოფენ. ნ. სმელზერის სქემით, პროტესტანტული დენომინაციებია: ბაპტისტები, პრესბიტერიანელები, ეპისკოპალური ეკლესიის წევრები, მეთოდისტები, კონგრეგაციონალისტები და სხვა. მართლმადიდებლურ დენომინაციად სტაროვერები (ძველ-მართლმადიდებლები წვრილ-წვრილი განშტოებებით) უნდა ჩაითვალონ.

  2. რელიგიური ორგანიზაციის მესამე ფორმა, წარმოადგენს შუამავალ რგოლს ეკლესიასა და სექტას შორის. დენომინაციების საქმიანობის არსებით ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს აქტიური მისიონერული მოღვაწეობა. ისინი კონკურირებენ ერთმანეთთან და ეკლესიასთან რაც შეიძლება მეტი წევრის მიზიდვის მიზნით. სექტებსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობები იძაბება, მაშინ, როდესაც დენომინაციები, იმის მიუხედავად, რომ არ წარმოადგენენ სახელმწიფო რელიგიებს, ნორმალურ ურთიერთობას ინარჩუნებენ საზოგადოებასთან, რადგან არ უარყოფენ მასში დამკვიდრებულ ტრადიციულ ნორმებს. პროტესტანტულ დენომინაციებს მიეკუთვნებიან ბაპტისტები, პრესბიტერიანელები, ეპისკოპალური ეკლესიის წევრები, მეთოდისტები, კონგრეგაციონისტები და სხვა მრავალი.
    Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9