ადამიანის ეს უფლება მოკლედ ასე განისაზღვრება: სახელმწიფოს ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრებ ყველა ადამიანს აქვს ამ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლება. ყველა ადამიანს შეუძლია დატოვოს ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის, საკუთარიც. დაუშვებელია ამ უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს კეთდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში რიგი კონკრეტული მიზნებისათვის. [ძირითადი დოკუმენტი: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის №4 პროტოკოლის მე-2 მუხლი]
Source: ტეილორი მარკ ადამიანის უფლებები პოლიციის მოღვაწეობაში, სტრასბურგი, 2002 წლის მარტი: საინფ. ხასიათის ბროშურა - [თბ., 2004]