1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ყა ყვ ყი ყო ყრ ყუ
ყვე

ყველა ადამიანის უფლება ქმედით სამართლებრივ ზომებზე

– ადამიანის ეს უფლება მოკლედ ასე განისაზღვრება: ქმედითი სამართლებრივი ზომა: ყველა ადამიანს, რომლის კონვენციით განსაზღვრული უფლებები და თავისუფლებები დაირღვევა, უნდა ჰქონდეს ქმედითი სამართლებრივი ზომა სახელმწიფო ორგანოს მიმართ. უფლებებით სარგებლობა დისკრიმინაციის გარეშე: კონვენციით განსაზღვრული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა გარანტირებული იქნება რაიმე, მაგალითად, სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, სარწმუნოების, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონების, დაბადების თუ სხვა სტატუსის, მიზეზით დისკრიმინაციის გარეშე. [ძირითადი დოკუმენტი: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-13 და მე-14 მუხლები]
Source: ტეილორი მარკ ადამიანის უფლებები პოლიციის მოღვაწეობაში, სტრასბურგი, 2002 წლის მარტი : საინფ. ხასიათის ბროშურა - [თბ., 2004]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9