1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საარჩევნო პროცესის დამკვირვებლები

კენჭისყრის დღეს მონიტორინგი დაკვირვების პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. სწორედ ამ დღეს დამკვირვებლები ხედავენ, ნამდვილად იქნა თუ არა კანონი გამოყენებული და მათ ეძლევათ შესაძლებლობა შეაფასონ განსხვავება თეორიასა (კანონსა) და პრაქტიკას (კანონის შესრულება) შორის. დამკვირვებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ დაკვირვების მიზანია იმის დადგენა, ჯეროვნად იქნა გამოყენებული თუ არა ადგილობრივი კანონმდებლობა და არა სხვა ქვეყნის კანონმდებლობა. თუ დადგინდება, რომ ადგილობრივი კანონმდებლობა არაადეკვატური ან მიუღებელია, მაშინ ეროვნული ხელისუფლების ორგანოებისათვის განკუთვნილ საბოლოო ანგარიშში მითითებული უნდა იქნას წინადადებები არჩევნების ხარისხის გაუმჯობესების თაობაზე. არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ დამკვირვებელმა წარადგინოს რაიმე წინადადება კანონის შეცვლასთან დაკავშირებით. დამკვირვებლებმა უნდა გაათვიცნობიერონ, რომ მათ სამუშაოს სწორედ დაკვირვება წარმოადგენს და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ჩაერიონ არჩევნების პროცესის არც ერთ ეტაპზე, მათ შორის საარჩევნო უბნებში მიმდინარე პროცესებში. მაქსიმუმ, მათ შეუძლიათ თავშეკავებული რჩევა მისცენ საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს იმის თაობაზე, რომ მან ზოგ საკითხთან დაკავშირებით მიუთითა (თუნდაც ზოგჯერ უცოდინრობის გამო) იმ საარჩევნო კანონზე, რომელიც უკვე აღარ გამოიყენება. დამკვირვებლები საარჩევნო უბანში კენჭისყრის დაწყებამდე უნდა მივიდნენ მოცემული საარჩევნო უბნის შესამოწმებლად და კენჭისყრის დაწყების პროცესზე მონიტორინგის განსახორცილებლად. დამკვირვებლები იგივეს გააკეთებენ კენჭისყრის დახურვის დროს, რისთვისაც ისინი შეარჩევენ საარჩევნო უბანს (ეს შეიძლება იყოს ის უბანი, სადაც დღის განმავლობაში ხდებოდა დაკვირვება და მიჩნეულია საეჭვოდ), რათა დაესწრონ კენჭისყრის ოფიციალურ დახურვას და ხმათა დათვლას, ვიდრე არ გამოცხადდება შედეგები (თუ ამას კანონი ითვალისწინებს) ან იმისთვის, რომ დაესწრონ საარჩევნო ბიულეტენების მოტანას და ადგილობრივი საარჩევნო კომისიის მიერ შედეგების შეჯამებას. დამკვირვებლებს აქვთ სამი სხვადასხვა კითხვარი: ▪ იმ სამუშაოებისათვის, რომელიც წინ უსწრებს საარჩევნო უბნის გახსნას ▪ ხმის დათვლასთან დაკავშირებული სამუშაოებისათვის ▪ საარჩევნო უბანში დღის განმავლობაში განხორციელებული დაკვირვებისათვის როდესაც არჩევნები გრძელდება რამდენიმე დღე, უნდა შედგეს სპეციალური ანგარიში (მოხსენება), რომელიც შეეხება განხორციელებული სამუშაოების დროებით დახურვას და წინა დღის საარჩევნო ბიულეტენების ხელყოფისაგან დასაცავად განხორციელებულ უსაფრთხოების ზომებს.
Source: არჩევნების შესაფასებელი სახელმძღვანელო: მიღებულია დემოკრ. არჩევნების საბჭოს მე-5 შეხვედრაზე (ვენეცია, 2003 წლის 12 ივნისი) და ვენეციის კომისიის მიერ 55-ე პლენარ. სესიაზე (ვენეცია, 2003 წლის 13-14 ივნისი) / ევროპ. კომ. დემოკრ. სამართლის მეშვეობით (ვენეციის კომისია); [მთარგმნ.: ირინე ბართაია] - თბ.: ევროპის საბჭოს საინფ. ბიურო საქ-ში, 2003
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9