1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
აკ აკა აკვ აკმ აკრ აკუ

აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი

ცენტრი ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. მისი მთავარი ამოცანაა აკრედიტაციის სისტემის ჩამოყალიბება და პროდუქციის შესაბამისობის შემფასებელი აკრედიტებული ლაბორატორიების ქსელის განვითარების ხელშეწყობა. ცენტრის მოვალეობებში ხელსაწყოების დამკალიბრებელი ლაბორატორიების და მეტროლოგიური დამოწმების ლაბორატორიების აკრედიტაციაც შედის. იგი ახორციელებს აკრედიტებული პირების საქმიანობის ზედამხედველობას. ცენტრმა მოქმედება დაიწყო - აკრედიტებულია 7 შესაბამისობის შემფასებელი ლაბორატორია, მიღებულია და იხილება ახალი ლაბორატორიების აკრედიტაციაზე 40 განაცხადი (2006 წლის აგვისტოსთვის). განაცხადები როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო ორგანიზაციებიდანაა შემოსული. კვლევით ორგანიზაციებთან და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით შექმნილია იმ მეცნიერთა და სპეციალისტთა მონაცემთა ბაზა, ვინც აკრედიტაციის პროცესებში მოწვეულ ექსპერტებად მოიაზრებიან. ექსპერტთა აზრით, მიმდინარე ეტაპზე ლაბორატორიების შესაქმნელად პრიორიტეტული სექტორებია მეღვინეობა, წყალი, ხორცპროდუქტები, ბოსტნეული, ქიმიური პროდუქტები.
Source: ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა და საქართველო: დამოუკიდებელ ექსპერტთა ანალიზი: [პუბლიკაცია / ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქ-ში, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“, ფონდის „ქორდეიდი“ წარმომადგენლობა საქ-ში] - თბ., 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9