1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ევა ევგ ევთ ევრ ევქ

ევროკავშირის საპარლამენტო რეფორმის პროექტი საქართველოში

პროექტს ახორციელებს GTZ/HAUS, პროექტი ფინანსდება ევროკავშირის მიერ, პროექტი განხორციელდება 2008 წლის აპრილამდე. პროექტის საერთო მიზანია ეფექტური და გამჭვირვალე სამუშაო გარემოს შექმნისა და პარლამენტის პროფესიონალიზმის, უნარიანობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის გზით საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისა და კონსოლიდაციის ხელშეწყობა. პროექტი სხვა მრავალრიცხოვან საქმიანობასთან ერთად გეგმავს ევროკავშირის სადოკუმენტაციო ცენტრის დაარსებას. პროექტი ასევე ითვალისწინებს სათარგმნი ცენტრის დაფუძნებას, რომელიც დაეხმარება პარლამენტს კანონების თარგმნაში და ასევე იმუშავებს ევროპული იურიდიული ტერმინოლოგიის, EUROVOC-ის თარგმნაზე. პროექტის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური დანაყოფი, რომლის ადამიანურ და ტექნიკურ რესურსებს გამოიყენებენ შესაბამისი კომიტეტები და დეპარტამენტები საკანონმდებლო საქმიანობაში, რაც დაეხმარება ქართული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას. ეს სტრუქტურა იფუნქციონირებს პროექტის დასრულების შემდეგაც. პროექტი ასევე ითვალისწინებს პარლამენტის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის გამყარებას სამოქალაქო განათლების გზით. მომზადდება და გავრცელდება (სკოლებში, უნივერსიტეტებში და ზოგადად მოსახლეობაში) მასალები პარლამენტის როლისა და მნიშვნელობის შესახებ.
Source: ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა და საქართველო: დამოუკიდებელ ექსპერტთა ანალიზი: [პუბლიკაცია / ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქ-ში, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“, ფონდის „ქორდეიდი“ წარმომადგენლობა საქ-ში] - თბ., 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9