1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ლა ლგ ლე ლი ლო ლტ ლუ
ლიბ ლიგ ლიდ ლივ ლიზ ლიკ ლიმ ლინ ლიპ ლის ლიტ ლიქ ლიც

ლიბერალური იმპერიის დოქტრინა

რუსეთის ექსპანსიონისტური ზრახვების ლიბერალური ფასეულობების საბურველში გახვევის მცდელობას წარმოადგენდა. დოქტრინის ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი მდგომარეობდა იმაში, რომ დსთ-ის სივრცეში და მის ფარგლებს გარეთ რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური ექსპანსიის გარეშე შეუძლებელია საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისა და რესურსების შენარჩუნება. აქვე შევნიშნავთ, რომ შემთხვევითი არ არის ეკონომიკურ ექსპანსიაზე აქცენტი. თუკი წინა დოქტრინა აკადემიურ წრეებში წარმოიშვა, ,,ლიბერალური იმპერიის” ავტორები რუსეთის ოლიგარქიული წრეების წარმომადგენლები არიან. დღეს უკვე ყველა ხედავს, რომ რუსეთის ეკონომიკური ექსპანსია რეალობაა და ,,ლიბერალური იმპერიის” ცალკეული დებულებები მოქმედებაშია მოყვანილი. ამავე დროს, დღეს ადგილი აქვს რუსეთის პოლიტიკის იდეოლოგიური საფუძვლების გადასინჯვის ახალ მცდელობას და ეს ამჟამად პრეზიდენტის ადმინისტრაციის წიაღში ხდება. ახალი პოლიტიკური იდეოლოგია ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, მაგრამ მისი დოქტრინალური ნაწილი მეტ-ნაკლებად უკვე ჩამოყალიბებულია. საუბარია ე.წ. ,,სუვერენული დემოკრატიის” კონცეფციაზე, რომლის არსიც რუსეთის თავისებურებებზე, ისტორიულ გამოცდილებაზე და განვითარების პრიორიტეტებზე დემოკრატიის ,,მორგებაში” მდგომარეობს. ამგვარი ადაპტირებული დემოკრატიის მშენებლობის პროცესი რუსეთის ,,სუვერენული” უფლებაა და დასავლეთი, ან ვინმე სხვა ამ პროცესში არ უნდა ჩაერიოს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი პოლიტიკური იდეოლოგია, მსგავსად ,,ლიბერალური იმპერიისა”, მიმდებარე სივრცეზე საკუთარი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის გავრცელებას ქადაგებს, იგი მაინც ,,ნოვატორული” იდეოლოგიაა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი პირველად ესწრაფვის საკუთარი ფასეულობების ექსპორტს და ამას ,,თავისებური” დემოკრატიული მოდელის უნივერსალიზაციის გზით ცდილობს. ტაქტიკური მიზანი იდეების, ინსტიტუტების და საინფორმაციო საშუალებების ეფექტიანი ინფრასტრუქტურის შექმნაა, რათა “დროულად გამოვლინდეს თანამედროვე ,,ნარინჯისფერი” რეჟიმების სისუსტე და აღდგეს რუსეთის გავლენა როგორც მთავრობების, ისე საზოგადოების დონეზე”.
Source: ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა და საქართველო: დამოუკიდებელ ექსპერტთა ანალიზი: [პუბლიკაცია / ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქ-ში, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“, ფონდის „ქორდეიდი“ წარმომადგენლობა საქ-ში] - თბ., 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9