1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მაგ მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მაჟ მარ მას მატ მაუ მაფ მაქ მაღ მაყ მაჩ მაძ მაჰ

მაუწყებლობის შესახებ კანონი

საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2004 წლის 23 დეკემბერს, რითაც ახლებურად მოაწესრიგა მაუწყებლების საქმიანობა და ამავე დროს, შექმნა საზოგადოებრივი მაუწყებელი. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შეიქმნა, კანონის შესაბამისად დაკომპლექტდა სამეურვეო საბჭო და დაინიშნა აღმასრულებელი დირექტორი, ასევე ჩამოყალიბდა მისი პრიორიტეტები, კანონის ამ ნაწილის სრულ ამოქმედებამდე ბევრია დარჩენილი, მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლობის ერთ-ერთი ფუნქციაა, უზრუნველყოს საკუთარი მაუწყებლობის საჯაროობა (მუხლი 21). ამ დროს უნდა გაიმართოს რეგულარული შეხვედრები საზოგადოებასთან მისი ინტერესების მაუწყებლობაში გათვალისწინების მიზნით. ამ მოვალეობას მაუწყებელი, სამწუხაროდ, არ ასრულებს. ასევე არ ხორციელდება საზოგადოებრივი საბჭოების შემქნის ვალდებულება (მუხლი 31), რაც მაუწყებლობის ობიექტურობის გარანტიაა.
Source: ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა და საქართველო: დამოუკიდებელ ექსპერტთა ანალიზი: [პუბლიკაცია / ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქ-ში, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“, ფონდის „ქორდეიდი“ წარმომადგენლობა საქ-ში] - თბ., 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9