1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საპარლამენტო ზედამხედველობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პროგრამა

პროგრამა ხორციელდებოდა 2004-2006 წლებში NDI-ს მიერ USAID-ის დაფინანსებით. პროგრამა მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას. მის მთავარ ამოცანებს შეადგენდა: 1. პარლამენტის წევრების პოლიტიკური და საკანონმდებლო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და ინსტიტუციონალური რეფორმისა და განვითარების გრძელვადიანი პროგრამის შემუშავება; 2. დემოკრატიული პოლიტიკური რეფორმების პროცესის მხარდაჭერა; 3. საკომიტეტო საქმიანობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის გაფართოების ხელშეწყობა; 4. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალების სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფა. პროგრამის ხელშეწყობით ჩატარდა ტრენინგები პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის, მომზადდა და მიღებულ იქნა პარლამენტის რეგლამენტის შესწორებათა პაკეტი; მოეწყო რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონპროექტის საჯარო განხილვა (საგადასახადო კოდექსი, განათლების რეფორმა, საარჩევნო კოდექსი, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, ადამიანის უფლებები); დაარსდა პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველთა საბჭო, თავმჯდომარის კაბინეტის კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით; დაიწყო პარლამენტის საინფორმაციო ბიულეტენის გამოშვება ინგლისურ ენაზე (კვირაში ორჯერ); საპარლამენტო კომიტეტებთან ერთად მოეწყო საჯარო შეხვედრები და გასვლითი სხდომები საქართველოს რეგიონებში; მიმდინარეობდა მაჟორიტარი დეპუტატების მუშაობის ხელშეწყობა, მათი ადგილობრივი წარმომადგენლობების გაძლიერება; გამოიცემოდა სხვადასხვა სახის ბროშურები. 2006 წლიდან NDI ახორციელებს ახალ პროექტს, რომელიც 2009 წლამდე გაგრძელდება. ახალი პროექტის ჩარჩოებში გაგრძელდება საპარლამენტო კომიტეტების მხარდაჭერა; იგეგმება ფრაქციების ორგანიზაციული და სტრუქტურული გაძლიერება; პარლამენტის სპიკერთან არსებული მრჩეველთა საბჭო და ინტერნები ხელს შეუწყობენ საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების გაძლიერებას. პროგრამის ჩარჩოებში დაწყებულია პარლამენტის რეგლამენტის გადამუშავება მომდევნო, 150-წევრიანი პარლამენტისთვის.
Source: ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა და საქართველო: დამოუკიდებელ ექსპერტთა ანალიზი: [პუბლიკაცია / ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქ-ში, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“, ფონდის „ქორდეიდი“ წარმომადგენლობა საქ-ში] - თბ., 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9