1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საპარლამენტო რეფორმების ცენტრი

2006 წელს საქართველოს პარლამენტისა და ეუთოს ადამიანური განზომილების ოფისის (Human Dimension Office - HDO) თანამშრომლობის საფუძველზე, OSCE/ODIHR-მა ხელი შეუწყო საპარლამენტო რეფორმების ცენტრის (ჩენტერ ფორ Pარლიამენტარყ ღეფორმ - CPR) დაფუძნებას. ცენტრის შექმნის მიზანია საქართველოს პარლამენტის მიერ პარლამენტის რეფორმების პროცესის სწორი დაგეგმვის, ანალიზის, კოორდინაციისა და მონიტორინგის ხელშეწყობა. ცენტრის საქმიანობა გაგრძელდება ორი წლის მანძილზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ზედამხედველობის ქვეშ. ცენტრის მთავარი მიზნებია: პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამენტის ხელმძღვანელობისათვის ტექნიკური და ექსპერტული სახის დახმარების გაწევა საპარლამენტო საქმიანობასა და რეფორმების სფეროში; პარლამენტის შესაძლებლობის გაძლიერება საკუთარი რეფორმების მონიტორინგის, სარეფორმო პროექტებისა და დონორთა დახმარების კოორდინაციის უკეთესი წარმართვისთვის; რეფორმის მიზნების განსაზღვრა პარლამენტში კრიტიკული და სტრატეგიული დისკუსიების გამართვის გზით.
Source: ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა და საქართველო: დამოუკიდებელ ექსპერტთა ანალიზი: [პუბლიკაცია / ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქ-ში, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“, ფონდის „ქორდეიდი“ წარმომადგენლობა საქ-ში] - თბ., 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9