1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სიბ სიდ სივ სით სიკ სილ სიმ სინ სიო სის სიტ სიუ სიქ სიღ სიყ სიც სიძ

სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის სტრატეგია

2005 წლის 9 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა #549 განკარგულებით დაამტკიცა სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის სტრატეგია, რომელიც შეიქმნა მრავალი მოლაპარაკების, განხილვისა და განსხვავებული მოსაზრების შეჯერების შედეგად. სტრატეგია მოიცავს სისხლის- სამართლებრივი სისტემის შემადგენილი სხვადასხვა სფეროსა და დაწესებულების რეფორმის ნაბიჯებს. თუმცა თითოეული დაწესებულების რეფორმასთან დაკავშირებული გეგმა განსახვავდება ხარისხითა და შორსმჭვრეტელობით, მაგალითად, საქართველოს პროკურატურის რეფორმის სტრატეგია უფრო ანალიტიკური, მრავლისმომცველი და კარგად ჩამოყალიბებულია ვიდრე ის ნაწილი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმას ეხება. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა სამართლებრივი ნაწილის სახელმძღვანელო ერთ-ერთ ძირითად დოკუმენტად სწორედ აღნიშნულ სტრატეგიას ითვალისწინებს.
Source: ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა და საქართველო: დამოუკიდებელ ექსპერტთა ანალიზი: [პუბლიკაცია / ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქ-ში, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“, ფონდის „ქორდეიდი“ წარმომადგენლობა საქ-ში] - თბ., 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9