1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სწა სწო სწრ

სწორი ეკონომიკური მართვა და საპარლამენტო ზედამხედველობა

პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის საპარლამენტო პრაქტიკის პროექტი (EWPPP) ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით. პროგრამა გაგრძელდება 2008 წლამდე. პროგრამის მიზანია საპარლამენტო და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერება სწორი ეკონომიკური მართვის თვალსაზრისით. პროგრამის მიზნებია: პარლამენტის შესაძლებლობების გაძლიერება საბიუჯეტო კონტროლის და სახელმწიფო ფინანსების მართვის კუთხით; პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაუმჯობესება აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მიმართებაში; საპარლამენტო კომიტეტების შესაძლებლობის გაზრდა საბიუჯეტო ანალიზის დამოუკიდებლად განხორციელებისთვის; საბიუჯეტო გამჭვირვალობის ხელშეწყობა; პირად და პროფესიულ ურთიერთობათა ქსელის დაარსება საქართველოს პარლამენტის წევრებსა და მათ ევროპელ და რეგიონულ პარტნიორებს შორის; ევროკავშირში არსებული სწორი მართვის სტანდარტების ათვისება. პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები: ტრენინგ/სემინარების ჩატარება; რეგიონული სამუშაო ვიზიტი ბალტიისპირეთის ერთ-ერთ ქვეყანაში და ერთი სამუშაო ვიზიტი ნიდერლანდების პარლამენტში.
Source: ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა და საქართველო: დამოუკიდებელ ექსპერტთა ანალიზი: [პუბლიკაცია / ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქ-ში, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“, ფონდის „ქორდეიდი“ წარმომადგენლობა საქ-ში] - თბ., 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9