1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

TA TC TE TH TN TO TP TR TS TT
TRA TRI

TRACECA

  1. 1993 წელს ქ. ბრიუსელში ევროკომისიის მიერ მოწვეულ კონფერენციაზე მიღებულ იქნა დეკლარაცია, რომლის საფუძველზეც სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებისთვის შემუშავებულ იქნა რეგიონული პროგრამა - TRACECA- და მის მიზნებად ტრანსპორტის ტრადიციული სახეობების - რკინიგზის, საავტომობილო გზების, საზღვაო პორტების, ტერმინალების - მშენებლობა, რეკონსტრუქცია და მოდერნიზაცია, აგრეთვე, ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ევროპულ დერეფანთან მიერთება განისაზღვრა. TRACECA-ს პროგრამამ მალე შეიძინა დინამიზმი და, მასთან ერთად, საერთაშორისო აღიარება.TRACECA-ს პროგრამას საფუძველი ჩაეყარა 1993 წლის მაისში ქ.ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე, სადაც სამხრეთი კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოების ტრანსპორტისა და ვაჭრობის მინისტრებმა მიიღეს შესაბამისი დეკლარაცია (იხ. ა.გეგეშიძე ,,საქართველოს სატრანზიტო როლის განვითარების ხელშეწყობა რეგიონალური ინტეგრაციის გათვალისწინებით”). 1996-1998წწ. პროგრამას მიუერთდნენ უკრაინა, მონღოლეთი და მოლდოვა, ხოლო მოგვიანებით - ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი. ამჟამად განიხილება TRACECA-ს პროგრამასთან ირანის, ავღანეთისა და პაკისტანის მიერთების საკითხი. TRACECA-ს პროგრამა უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ ჯერ არც ერთ ცალკე აღებულ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს არ დაუფინანსებია ტრანსპორტის განვითარებისა და ვაჭრობის ხელშემწყობი რაიმე პროგრამა, რომელიც, მსგავსად TRACECA-ს პროგრამისა, 13 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ერთდროულად ამდენ ქვეყანაში განხორციელდებოდა. TRACECA-ს პროგრამას რეგიონში კარგად იცნობენ აქვს და, როგორც წესი, უფრო მეტად ევროკავშირთან ასოცირდება, ვიდრე TACIS-თან.
    Source: ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა და საქართველო: დამოუკიდებელ ექსპერტთა ანალიზი: [პუბლიკაცია / ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქ-ში, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“, ფონდის „ქორდეიდი“ წარმომადგენლობა საქ-ში] - თბ., 2007
  2. Transport Corridor Europe Caucasus Asia – სატრანსპორტო დერეფანი „ევროპა-კავკასია-აზია“
    Source: ევროპის სამეზობლო პოლიტიკა: სამოქმედო გეგმა ევროკავშირი-საქართველო / [ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში] - [თბ., 2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9