ტრანსპორტის მაღალი დონის ჯგუფის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას ევროკავშირისა და მისი მეზობელი ქვეყნების დამაკავშირებელი იმ მთავარი სტრანსპორტო ღერძების შერჩევა წარმოადგენდა, რომელთა განვითარებისთვის,საინვესტიციო პროექტები უნდა განხორციელებულიყო. განისაზღვრა 5 მთავარი ტრანსნაციონალური სატრანსპორტო ღერძი: 1. „ზღვების მაგისტრალები”: აკავშირებს ბალტიის, ბარენცის, ხმელთაშუა ზღვის, შავი და კასპიის ზღვების, აგრეთვე ატლანტიკის რეგიონებს ისევე, როგორც ზღვებისშიდა რეგიონების ზღვისპირა ქვეყნებს; 2. „ჩრდილოეთის ღერძი“: ევროკავშირის ჩრდილოეთ ნაწილს აერთებს ნორვეგიასთან, ბელარუსთან და რუსეთთან. 3. „ცენტრალური ღერძი“: ევროკავშირის ცენტრალურ ნაწილს აკავშირებს უკრაინასთან და შავ ზღვასთან და ხმელეთზე გამავალი საწყალოსნო გზით კასპიის ზღვასთან. შემდგომში, გათვალისწინებულია კავკასიასთან და ცენტრალურ აზიასთან დაკავშირება; 4. „სამხრეთ-აღმოსავლეთის ღერძი“: ევროკავშირს ბალკანეთისა და თურქეთის გავლით აკავშირებს კავკასიასთან და კასპიის ზღვასთან; 5. „სამხრეთ-დასავლეთის ღერძი“: აკავშირებს ევროკავშირის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს შვეიცარიასთან და მაღრიბის ქვეყნებთან.
Source: ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა და საქართველო: დამოუკიდებელ ექსპერტთა ანალიზი: [პუბლიკაცია / ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქ-ში, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“, ფონდის „ქორდეიდი“ წარმომადგენლობა საქ-ში] - თბ., 2007