1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

უა უბ უდ უე უზ უი უკ ულ უმ უნ უო უპ ურ უს უტ უფ უშ უც უძ უწ უხ
უფე უფლ უფრ

უფლებამოსილებათა გამიჯვნის ძირითადი პრინციპები თბილისსა და სოხუმს შორის

მას უფრო ხშირად ,,ბოდენის დოკუმენტს“ უწოდებენ. მიუხედავად მისი მნიშვნელობისა, ,,ბოდენის დოკუმენტთან“ პრინციპული ხასიათის პრეტენზიები აქვთ როგორც აფხაზურ, ასევე ქართულ მხარესაც. აფხაზურ მხარეს აშინებს საქართველოს სახელმწიფოში რეინტეგრირება, ხოლო ქართულ მხარეს - აფხაზეთის სუვერენული სტატუსის დაფიქსირება. ,,ბოდენის დოკუმენტის“ ფუძემდებლური პრინციპების კონკრეტული, სამართლებრივად და პოლიტიკურად გამართული, დემოკრატიული მექანიზმებითა და გარანტიებით შევსების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება ორივე მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილებების შემუშავება. ოღონდ, ეს უნდა გააკეთონ უშუალოდ მხარეებმა, რადგან ვერც გაერო და ვერც ეუთო მათგან დამოუკიდებლად ვერ განსაზღვრავს, სუვერენიტეტის კონკრეტულად რა ხარისხი შეიძლება შეესაბამებოდეს ორივე მხარეს ინტერესებს.
Source: ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა და საქართველო: დამოუკიდებელ ექსპერტთა ანალიზი: [პუბლიკაცია / ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქ-ში, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“, ფონდის „ქორდეიდი“ წარმომადგენლობა საქ-ში] - თბ., 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9