1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დებ დედ დევ დეი დეკ დელ დემ დენ დეო დეპ დერ დეს დეტ დეფ დეც

დეცენტრალიზაცია

  1. საჯარო ხელისუფლების გადაცემა ცენტრიდან პერიფერიებზე. უზრუნველყოფს ქმედების არჩევის თავისუფლებას, გადაწყვეტილებების მიღების ავტონომიურობას საკუთარი პასუხისმგებლობით. დეცენტრალიზაციით ხდება ადგილობრივი მოსახლეობისათვის სწორედ იმ საკითხების გადაცემა, რომლებიც წარმატებით გადაწყდება მათ მიერვე დამო-უკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით. ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები იზოლირებულია სახელმწიფო ორგანოთა გამგებლობის საკითხებისაგან. დეცენტრალიზაცია არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ადგილობრივი თვითმმართველობა მოწყვეტილია სახელმწიფო ორგანიზმს და ეწინააღმდეგება მას: დეცენტრალიზაცია არ ნიშნავს ხელისუფლების დეკონცენტრაციას. დეცენტრალიზაციის პროცესისათვის დამახასიათებელია მისი მომდინარეობა ,,ზევიდან’’, ანუ ცენტრალური სახელმწიფო ხელისუფლებიდან და განხორციელება სახელმწიფოს მხარდაჭერით, იმ კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც სწორედ სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს. დეცენტრალიზაციის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ინდივიდუალური თვითშემოქმედებისა და დამოუკიდებელი ინიციატივის უზრუნველყოფა და წახალისება, ხოლო მისი მიზანია არა ხელისუფლების შებოჭვა და სახელმწიფოებრივი ძალაუფლების შესუსტება, არამედ სოციალური ფორმების სიჯანსაღე და სიმყარე, სტაბილურობის უზრუნველყოფა.
    Source: ყურაშვილი კ. ადგილობრივი თვითმმართველობის კონსტიტუციური პრინციპის რეალიზაციის პრობლემები საქართველოში //ალმანახი №18,– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–2003,

  2. მმართველობის ისეთი მოდელი, სადაც კომპეტენციები და ფუნქციები ცენტრალური ხელისუფლებიდან ადგილობრივი ხელისუფლების დონეებზეა გადაცემული Democracy at the level T.D Sisk. IDEA.2001).
    Source: ადგილობრივი დემოკრატიის გზამკვლევი საქართველოსთვის - თბ. : საქ. ევროპის საბჭოს საინფ. ბიურო, 2004
  3. მსხვილი კომპანია დანაწევრდება ფილიალებად ან შვილობილ წარმონაქმნებად, რომელთაგან თითოეული ფლობს იმდენად დიდ ეკონომიკურ და იურიდიულ დამოუკიდებლობას, რომ არსებითად ისინი თითქმის დამოუკიდებელი ფირმები ხდებიან.
    Source: ბიზნესი და კანონმდებლობა – [რედ.იური პაპასქუა], დეკემბერი, 2008
  4. ადგილობრივი ავტონომიის გაფართოება ეროვნული ან ცენტრალური ორგანოებიდან უფლებამოსილებათა და პასუხისმგებლობათა გადაცემის გზით.
    Source: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9