1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ადა ადგ ადე ადვ ადი ადმ ადო ადრ

ადგილობრივი პრესის საბჭო

ეს ტერმინი გულისხმობს რეგულარულ შეხვედრებს (ხშირად კვარტალურს), რომლებშიც მონაწილეობენ საზოგადოების წარმომადგენელი მოქალაქეები და მედიის წამყვანი წარმომადგენლები, ხოლო ინიციატივა მომდინარეობს გარეშე ინსტიტუტებისგან, როგორიცაა ჟურნალისტიკის სკოლა ან მომხმარებელთა ასოციაცია, ან ყველაზე ხშირად გამომცემელთა ასოციაცია.11 მედიის მომხმარებელს სთავაზობენ მათი საჩივრებისა თუ სურვილების გამოხატვის შესაძლებლობას - აგრეთვე ისინი სწავლობენ, თუ როგორ მოქმედებს მედია. წლების განმავლობაში პეორიის(ილინოისი) ,,ჟურნალ-სტარი” თავისი გავრცელების 21 ზონიდან თითოეულში ყოველ დიასახლისს თხოვდა, ჩაეტარებინა გამოკითხვა სამეზობლოში, თუ ვის რა მოსწონდა, ან რა არ მოსწონდა გაზეთის მუშაობაში. თვეში ერთხელ გაზეთის ოფისში იმართებოდა ლანჩი, სადაც ამ ორიგინალური პრესის საბჭოს წევრები წარმოადგენდნენ თავიანთი კვლევის შედეგებს, ამ შეხვედრის მოკლე რეზიუმე კი მეორე დღეს გაზეთის ერთ ან ორ გვერდზე იბეჭდებოდა
Source: ბერტრანი კლოდ-ჟან. მედია ეთიკა და ანგარიშვალდებულების სისტემები=La Deontologie des Medias: ხარისხის კონტროლი / კლოდ-ჟან ბერტრანი; [მთარგმნ.: მანანა გიგაური; რედ.: თამარ კინწურაშვილი] - თბ.: თავისუფლების ინ-ტი, 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9