1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დია დიგ დიდ დივ დიზ დინ დიო დიპ დირ დის დიტ დიუ დიფ დიქ

დიალოგი

თითქმის 2000 წლის წინათ ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსებმა შექმნეს ადამიანის ურთიერთობის მნიშვნელოვანი ფორმა - დიალოგი, იმ მიზნით, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებების არსებობის შემთხვევაში, იოლად მოეძებნათ სიმართლის მიღწევის საუკეთესო გზები. დიალოგი ათენის საზოგადოებისათვის ურთიერთობის საუკეთესო ფორმა გახდა. ურთიერთობის ამ ფორმამ ხელი შეუწყო პირველი დემოკრატიის განვითარებას. კერძოდ, მთავრობა, პოლიტიკური და საზოგადოებრივი საკითხების გადაჭრისას, ხელმძღვანელობდა დიალოგის გზით მიღწეული შედეგებით. დიალოგის საშუალებით გადაწყვეტილების მიღება ბევრი კულტურისათვისაა დამახასიათებელი. მაგალითად, საქართველოში ამის მაგალითს ე.წ. ,,ხევისბერის ინსტიტუტი“ წარმოადგენდა. ხევისბერი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს თემის წინაშე წარადგენდა, იმართებოდა დიალოგი და ამის შემდეგ იღებდნენ გადაწყვეტილებას. ამერიკის რევოლუციის წინა პერიოდში არსებობდა ,,ქალაქის შეკრებების“ ტრადიცია, სადაც იხილავდნენ პრობლემებს, მართავდნენ დიალოგს ალტერნატიულ საკითხებზე და იღებდნენ გადაწყვეტილებას.
Source: ბესელია ნინო, მეიფარიანი თამარ, მიქიაშვილი ლელა, ჯალაღანია ირინე. ინტერაქტიული სწავლება [რეკომენდაციები პედაგოგიური ტრენინგისათვის],-ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო,–თბ.,–2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9