1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჟა ჟე ჟი ჟუ
ჟურ

ჟურანალისტის უფლებათა დეკლარაცია

1. ჟურნალისტებს აქვთ უფლება, შეუზღუდავად მიუწვდებოდეთ ხელი ინფორმაციის ნებისმიერ წყაროზე, ასევე თავისუფლად მოიპოვონ ინფორმაცია ყველა იმ მოვლენის შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. შესაბამისად, საჯარო ან პირადი საიდუმლო მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და ნათლად ფორმულირებული მოტივებით შეიძლება მოვიდეს კონფლიქტში ჟურნალისტებთან. 2. ჟურნალისტს აქვს უფლება, არ დაემორჩილოს ნებისმიერ მითითებას, რომელიც ეწინააღმდეგება იმ საინფორმაციო საშუალების ზოგად პოლიტიკას, რომელთანაც ის თანამშრომლობს. ისე, როგორც ეს დასაქმების კონტრაქტშია გათვალისწინებული. ეს ნორმა ვრცელდება ნებისმიერი სახის მითითების შესრულებაზე, რომელიც რედაქციის ზოგადი პოლიტიკით არ არის გათვალისწინებული. 3. დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, ჩაიდინოს პროფესიული ქმედება ან გამოხატოს თვალსაზრისი, რომელიც ეწინააღმდეგება მის მრწამსსა და სინდისს; 4. სარედაქციო კოლეგია ინფორმირებული უნდა იყოს ყველა იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ, რომელმაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მთელი ორგანიზაციის მომავალზე. სულ მცირე, საჭიროა სარედაქციო კოლეგიასთან კონსულტაცია, რედაქციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგალითად, როგორიცაა თანამშრომლების დაქირავება, სამსახურიდან დათხოვნა, საკადრო გადაადგილებები თუ დაწინაურება. 5. ჟურნალისტის დანიშნულებისა და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ის სარგებლობს არა მხოლოდ კოლექტიური შეთანხმების შედეგად წარმოქმნილი უპირატესობით, არამედ დასაქმების ინდივიდუალური კონტრაქტით, რომელიც უზრუნველყოფს მისი სამუშაოს მორალურ და მატერიალურ უსაფრთხოებას ისევე, როგორც სახელფასო სისტემას, რაც შეესაბამება მის სოციალურ მდგომარეობას და მისი ეკონომიკური დამოუკიდებლობის გარანტიას ქმნის
Source: ბერტრანი კლოდ-ჟან. მედია ეთიკა და ანგარიშვალდებულების სისტემები=La Deontologie des Medias: ხარისხის კონტროლი / კლოდ-ჟან ბერტრანი; [მთარგმნ.: მანანა გიგაური; რედ.: თამარ კინწურაშვილი] - თბ.: თავისუფლების ინ-ტი, 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9