1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოგ კოდ კოი კოკ კოლ კომ კონ კოო კორ კოს კოშ კოჰ

კომუნიკაციის უფლება

სიტყვისა და პრესის თავისუფლება არ გულისხმობს უბრალოდ აკრძალვების არარსებობას, რაც მხოლოდ ერთ მუჭა უმცირესობას აძლევს ხელს. საჭიროა, რომ ის იქცეს საყოველთაო კომუნიკაციის უფლებად. ამერიკელი სამართლის პროფესორის ჯერომ ბარონის აზრით, ნებისმიერი სამთავრობო ცენზურის აკრძალვა (რაც გათვალისწინებულია ამერიკის კონსტიტუციის პირველი შესწორებით) გულისხმობს ხელმისაწვდომობის უფლებას ყველა მოქალაქისათვის:11 რა აზრი აქვს თავისთავად გამოხატვის უფლებას, თუ ამ გამოხატვას ვერავინ გაიგებს? მედიის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა თითქმის12 წარმოუდგენელია. მედია ეთიკა მისი მოპოვების მისაღებ გზას წარმოადგენს. რადგანაც კომუნიკაცია ადამიანის განუყოფელი საჭიროებაა, ,,კომუნიკაციის უფლება” მოითხოვს: ინდივიდების, ჯგუფებისა და ერების უფლებას, ნებისმიერი საშუალებით გაცვალონ ,,მესიჯი”. შესაბამისად, საზოგადოება ვალდებულია, უზრუნველყოს ასეთი კომუნიკაციის არხები. ისევე როგორც სკოლის გარეშე, აზრსმოკლებული იქნებოდა განათლების უფლება, ასევე არ ექნებოდა მნიშვნელობა ხმის უფლებას, არჩევნების გარეშე. ცნება პირველად ფრანგმა ჟან დ'არკიმ 1969 წელს გამოიყენა, 70-იან წლებში ის კანადასა და შეერთებულ შტატებში აიტაცეს, შემდეგ კი ის იუნესკომ და კომუნიკაციების საერთაშორისო ინსტიტუტმა დაამკვიდრეს
Source: ბერტრანი კლოდ-ჟან. მედია ეთიკა და ანგარიშვალდებულების სისტემები=La Deontologie des Medias: ხარისხის კონტროლი/კლოდ-ჟან ბერტრანი; [მთარგმნ.: მანანა გიგაური; რედ.: თამარ კინწურაშვილი] - თბ.: თავისუფლების ინ-ტი, 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9