1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მე- მეგ მედ მეზ მეთ მეი მეკ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეფ მექ მეც მეწ მეხ

მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მოდელი

კონცეფცია, რომელიც ადამიანური ბუნების უფრო რეალისტური აღქმის შედეგად წარმოიშვა, ლიბერალური მოდელის გაცილებით ფართო გაგებას გულისხმობს. საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ცნება პირველად გამოიყენა შეერთებულ შტატებში არსებულმა პრესის თავისუფლების კომისიამ,3 რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ გამოჩენილი პიროვნებები, ვინც მედიის სფეროში არ საქმიანობდა. მედიის ნაწილმა კომისიის საანგარიშო მოხსენების ,,თავისუფალი და პასუხისმგებელი პრესა” (1947) იგნორირება მოახდინა, ნაწილი კი ხსენებულმა დოკუმენტმა საკმაოდ გააღიზიანა. თუმცა მომდევნო ოცი წლის განმავლობაში მედიამ ძირითადად გაიზიარა და მიიღო კომისიის მიერ წარმოდგენილი იდეები. აღნიშნული დოქტრინის თანახმად, უმჯობესია, მედია საშუალებები თავისუფალნი იყვნენ როგორც სახელმწიფო საკუთრებაში ყოფნისაგან, ასევე სახელმწიფო კონტროლისაგან. მეორეს მხრივ, მედია საშუალება არ წარმოადგენს ჩვეულებრივ კომერციულ ფირმას, რომლის წარმატების გაზომვა მხოლოდ მოგებითაა შესაძლებელი. ცხადია, სრულიად ბუნებრივია მოგებაზე ორიენტირება, მაგრამ ამავე დროს მედია უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას საზოგადოების ყველა სოციალური ჯგუფის მიმართ და აკმაყოფილებდეს მათ საჭიროებებსა და მოთხოვნებს. საჭიროა, მედიამ რეაგირება მოახდინოს ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მოქალაქეები უკმაყოფილონი არიან გაწეული მომსახურებით. უმჯობესია, თუ მედია საშუალება ნებაყოფლობითვე მოახდენს საკუთარი მცდარი ქმედების კორექტირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საკანონმდებლო ჩარევა აუცილებელიც არის და ლეგიტიმურიც. გამოცდილება ცხადყოფს, რომ ძალიან ხშირად სწორედ ასეთი ჩარევის თავიდან აცილების საჭიროება უღვივებს მედიას ეთიკის მიმართ ინტერესს. მხედველობაშია მისაღები ის, რომ განხილული ოთხი მოდელი წმინდა სახით არასოდეს არსებობს. ავტორიტარული რეჟიმების პირობებშიც კი, მოქალაქეებს ყოველთვის მიუწვდებოდათ ხელი იატაკქვეშა ან უცხოურ მედიაზე, ხოლო ლიბერალურ დემოკრატიებში, თვით შეერთებულ შტატებშიც კი, მოქალაქეთა შორის არსებობს კონსენსუსი, რომ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, მედია რეგულირებას საჭიროებს.
Source: ბერტრანი კლოდ-ჟან. მედია ეთიკა და ანგარიშვალდებულების სისტემები=La Deontologie des Medias: ხარისხის კონტროლი/კლოდ-ჟან ბერტრანი; [მთარგმნ.: მანანა გიგაური; რედ.: თამარ კინწურაშვილი] - თბ.: თავისუფლების ინ-ტი, 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9