1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მე- მეგ მედ მეზ მეთ მეი მეკ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეფ მექ მეც მეწ მეხ

მედიის ტიპები

(მასობრივი) მედიუმი არის სპეციალური ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი სამრეწველო სუბიექტი, რომელიც ერთი და იმავე გზავნილს ერთდროულად სხვადასხვა ინდივიდთა ფართო ჯგუფს გადასცემს. ამ დეფინიციაში არ შედის ტელეფონი, საზოგადოებრივი აზრის კვლევა და საყოველთაო საარჩევნო უფლება. ფოსტა და ბილბორდები შეიძლება ამ კატეგორიიდან გამოირიცხოს, რადგან მათი გზავნილი იშვიათად თუ ატარებს არაკომერციულ ხასიათს. ჩანაწერებით უპირატესად სარგებლობს რადიო. რაც შეეხება კინოს, ის იქცა არა იმდენად მედიუმად, რამდენადაც პატარა სატელევიზიო ეკრანის პროვაიდერად, კაბელის, სატელიტების, კასეტების და DVD-ის მეშვეობით. ჩვეულებრივი გაგებით, მედია მოიცავს გაზეთებს, ჟურნალებს (ბეჭდური თუ ელექტრონული), რადიოს და ტელევიზიას. ეს კატეგორიზაცია მედიის იმდენად განსხვავებულ სახეობებს მოიცავს, რომ ეთიკური ნორმები ყოველი მათგანისათვის ერთი და იგივე ვერ იქნება. განსხვავება ნათელია ბეჭდვით და აუდიო-ვიზუალურ მედიას, ან საზოგადოებრივ მედიასა (სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად)4 და კომერციულ ან არაკომერციულ კერძო მედია საშუალებებს შორის. ერთმანეთისაგან ფუნდამენტურად უნდა გავმიჯნოთ პრესა, რომელიც ინფორმირებაზეა ორიენტირებული და პრესა, რომელიც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე აკეთებს ფოკუსირებას. ეთიკური ნორმები, პირველ რიგში, მიესადაგება ინფორმაციულ პრესას, რაც დღესდღეობით მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მედიის მიუკერძოებლობას. არსებობს მოსაზრება, რომ თვალსაზრისს, რელიგიური იქნება ის, ეთნიკური თუ პოლიტიკური - იდეოლოგიური საფუძვლის გამო შეუძლია, დამახინჯებულად წარმოაჩინოს რეალობა5 ბუნდოვნად გადმოსცეს იდეები, იყოს უსამართლო ან შეურაცხმყოფელიც კი. მიუხედავად ამისა, ბევრი ეთიკური ნორმა მოსაზრებებსაც მიესადაგება: ის არ უნდა ეფუძნებოდეს მცდარ ფაქტებს და აღვივებდეს რასობრივ სიძულვილს ან ძალადობას. ასეთ პრესას მეტად მოეთხოვება თავისუფლების დაცვა, რადგან ის, როგორც წესი, აღიზიანებს როგორც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, ასევე ხშირად არსებულ ხელისუფლებასაც. სპეციალიზირებული პრესის მარეგულირებელი სტანდარტები განსხვავებულია. მის შინაარსს ძირითადად განსაზღვრავენ შტატგარეშე, თავისუფალი ჟურნალისტები, რომელთა გაკონტროლებაც რთულია. ამავე დროს გასათვალისწინებელია ისიც, რომ შემოსავლების უმთავრეს წყაროს სპეციალიზებული რეკლამის განმთავსებლები წარმოადგენენ, რომელთაც აქვთ მოლოდინი, რომ მათ მიმართ ლოიალურ და ფრთხილ დამოკიდებულებას გამოიჩენენ. დაბოლოს, პრესა, რომლის ტირაჟი კონტროლირებადია, რეალურად წარმოადგენს სუფთა რეკლამას და საშინაო მიმოხილვებს, რომელთაც აქვეყნებენ კომერციული ან საჯარო ინსტიტუტების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები.
Source: ბერტრანი კლოდ-ჟან. მედია ეთიკა და ანგარიშვალდებულების სისტემები=La Deontologie des Medias: ხარისხის კონტროლი/კლოდ-ჟან ბერტრანი; [მთარგმნ.: მანანა გიგაური; რედ.: თამარ კინწურაშვილი] - თბ.: თავისუფლების ინ-ტი, 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9