1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მე- მეგ მედ მეზ მეთ მეი მეკ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეფ მექ მეც მეწ მეხ

მედიის დასავლური მემკვიდრეობა

დასავლეთ ევროპაში ჟურნალისტიკა რენესანსსა და ფრანგულ რევოლუციას შორის შუალედში წარმოიშვა და განვითარდა. იგი გაჟღენთილი იყო რეფორმაციის ღირებულებებით, განსაკუთრებით კი ინდივიდუალიზმით, პირადი პასუხისმგებლობის გრძნობით, მოწოდების შესატყვისად მუშაობით, მორალური სიმტკიცით. თუმცა იმავდროულად ჟურნალისტიკისთვის ჩვეული იყო განმანათლებლობის რაციონალური და ლიბერალური ღირებულებები, ხოლო მოგვიანებით ე.წ. ,,laissez-faire”-სთან (ჩაურევლობა) ერთად, უტილიტარიანიზმი და ,,სოციალური დარვინიზმი”. იმის გათვალისწინებით, რომ მასმედია მხოლოდ მე-20 საუკუნის დამდეგს გამოჩნდა, წინა საუკუნეების დიდ მოაზროვნეებს მასთან შეხება არ ჰქონიათ, ხოლო მათ, ვინც პრესას მე-18 საუკუნეში იცნობდა, მასზე დიდი წარმოდგენა არ ჰქონიათ. ეთიკის კოდექსთა თანამედროვე ავტორებს, რომლებიც მეტად იყვნენ დაინტერესებულნი პრაქტიკული მხარით და უგულებელყოფდნენ ფილოსოფიას, თავი დიდად არ შეუწუხებიათ, ჩასწვდომოდნენ ღრმად მოაზროვნეთა ნაშრომების არსს. პროფესიონალიზმის იდეალის განვითარება უკავშირდება მე-18 საუკუნეს, სახელდობრ, მეცნიერულ და ტექნოლოგიურ პროგრესს. გაჩნდა მოლოდინი, რომ პრესტიჟსა და საზოგადოებრივ გავლენას უკვე განსაზღვრავდა არა წარმომავლობა ან მიწის საკუთრება, არამედ პიროვნების კომპეტენტურობა და სოციალური სარგებლიანობა. მე-19 საუკუნის ბოლოდან კი მედია პროფესიონალებმა შექმნეს ასოციაციები და დაადგინეს მასში გაწევრიანებისა და ქცევის წესები, რათა სახელმწიფოს ეცნო მათი დამოუკიდებლობა, ხოლო საზოგადოებას - მათი ღირებულება. გაიხსნა სპეციალიზირებული სკოლები. დაიწერა კოდექსები.
Source: ბერტრანი კლოდ-ჟან. მედია ეთიკა და ანგარიშვალდებულების სისტემები=La Deontologie des Medias: ხარისხის კონტროლი/კლოდ-ჟან ბერტრანი; [მთარგმნ.: მანანა გიგაური; რედ.: თამარ კინწურაშვილი] - თბ.: თავისუფლების ინ-ტი, 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9