1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მე- მეგ მედ მეზ მეთ მეი მეკ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეფ მექ მეც მეწ მეხ

მედიის ანგარიშვალდებულების სისტემა

ცნება გულისხმობს ნებისმიერ არასახელმწიფო საშუალებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოების წინაშე მედიის პასუხისმგებლობას. იმის გამო, რომ ხსენებული ცნება გლობალურია, ის საკმაოდ ბუნდოვანია. ის მოიცავს ცალკეულ პირებს და ჯგუფებს, რეგულარულ შეხვედრებს, წერილობით დოკუმენტებს, ,,მცირე” მედიას, ან ისევ და ისევ ხანგრძლივ პროცესს ან განსაკუთრებულ მიდგომას. როგორც წესი, მედიის ანგარიშვალდებულების სისტემები მხოლოდ მორალური ზეწოლის გზით მოქმედებენ. თუმცა ამ სისტემების ზემოქმედება შეიძლება გაძლიერდეს მედია აღმასრულებელთა მიერ ან წინასწარ არსებული კანონიერი ვალდებულებების ამოქმედების გზით.მედიის ანგარიშვალდებულების ყველა ის სისტემა” (MAS), რომელიც ამ ნაშრომშია წარმოდგენილი, რეალურად არსებობს. ისინი უკვე გამოცდილად და დამაკმაყოფილებლადაა მიჩნეული. 1960-იან წლებამდე ,,მედიის ანგარიშვალდებულების სისტემებისადმი” ინტერესი სუსტი იყო, წინააღმდეგობის დაძლევა შემდგომში შეერთებულ შტატებში მოხერხდა. რამოდენიმე სიმბოლური მოვლენა ევოლუციის ნიშანი გახდა. 1967 წელს შეერთებულ შტატებში ადგილობრივი პრესის საბჭოები შეიქმნა და ყოველდღიურ გაზეთში პირველი ომბუდსმენი დაინიშნა; 1968 წლიდან მეტისმეტად წარმატებულია კრიტიკული ,,ჟურნალისტური მიმოხილვები”. მოგვიანებით, 1971 წელს, მინესოტაში რეგიონალური პრესის საბჭო ჩამოყალიბდა, ხოლო 1973 წელს - ახალი ამბების ეროვნული საბჭო. ეს სიახლეები ორ ცვლილებაზე მიგვანიშნებს: ზოგიერთმა მფლობელმა აღიარა, რომ მის თანამშრომლებს ჰქონდათ ,,ხმის უფლება”, ზოგიერთმა ჟურნალისტმა კი აღიარა, რომ საზოგადოებასაც აქვს აზრის გამოთქმის უფლება. 70-იანი წლების დასასრულს, შეერთებული შტატების მიღმა, დიდ ყურადღებას უთმობდნენ ,,,პრესის საბჭოებს”, როდესაც იუნესკო, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი, ევროპის საბჭო და შტატებში, მე-20 საუკუნისა და მეიეტის ფონდები სიმპოზიუმებსა და ექსპერიმენტებს აფინანსებდნენ. იყო ამ თემაზე მოხსენებების, სტატიებისა და წიგნების მოზღვავება. პრესის საბჭო პოტენციურად ყველაზე ეფექტური ანგარიშვალდებულების სისტემაა, რადგან ის მედიის სამივე პროტაგონისტს აერთიანებს, თუმცა ის ერთადერთი სისტემა არ არის: სულ მცირე ოთხმოცი ასეთი სისტემა არსებობს. ზოგიერთი, რომელიც ყურადღების მიღმა დარჩა, უეჭველად არსებობს, ამავე დროს მუდმივად ხდება ახლის შემუშავება.
Source: ბერტრანი კლოდ-ჟან. მედია ეთიკა და ანგარიშვალდებულების სისტემები=La Deontologie des Medias: ხარისხის კონტროლი/კლოდ-ჟან ბერტრანი; [მთარგმნ.: მანანა გიგაური; რედ.: თამარ კინწურაშვილი] - თბ.: თავისუფლების ინ-ტი, 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9