1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მე- მეგ მედ მეზ მეთ მეი მეკ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეფ მექ მეც მეწ მეხ

მედია მომხმარებლები

სოციალური კომუნიკაცია მეტად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ იგი მხოლოდ პროფესიონალებს მივანდოთ. ნებისმიერ შემთხვევაში სიტყვისა და პრესის თავისუფლება მხოლოდ მედიის პრეროგატივა არ არის: ეს უფლება ზოგადად საზოგადოებას ეკუთვნის. დედამიწის თითქმის ყველა კუთხეში ჩატარებული კვლევები ნათელყოფს: საზოგადოება გრძნობს, რომ მედია მას აბრიყვებს და მისით მანიპულირებს. ასეთი მტრული განწყობა ზოგჯერ საფუძვლიანია, თუმცა არა ყოველთვის. ძალზედ ბევრმა ადამიანმა არაფერი იცის პრესის ტექნიკურ საჭიროებებზე და უსამართლო საყვედურებს გამოთქვამს. გარდა ამისა, ,,ახალი ამბები” ხშირად უსიამოვნო, უჩვეულო ცნობებსაც ნიშნავს - და საზოგადოება ვერ ერევა უძველეს სურვილს, გაუმკლავდეს ცუდი ამბის მაცნეს. როგორებიც არ უნდა იყვნენ მედიის მომხმარებლები, აპათიურები თუ არაორგანიზებულნი, უმეცარნი თუ შეუწყნარებელნი, ზოგჯერ ისინი დაბრკოლებებს უქმნიან პრესის თავისუფლებას და ნაკლებად ამჟღავნებენ ნებას, დაიცვან ეს უფლება. ასე მაგალითად, იმ დროს, როდესაც საფრანგეთში ინფორმაციის მინისტრი პირდაპირ აკონტროლებდა ტელევიზიას, განა მოქალაქეებმა გამოხატეს პროტესტი მათ მიერ გადახდილი სამომხმარებლო წლიური გადასახადის გამო? მოეწერა თუ არა რაიმე პეტიციას ხელი იმის გამო, რომ მთავარი საზოგადოებრივი სატელევიზიო არხი 80-იან წლებში სამშენებლო წარმოების მაგნატს მიჰყიდეს? განა ავსტრალიაში ეწყობოდა ქუჩის მსვლელობები იმის საწინააღმდეგოდ, რომ ყოველდღიური პრესის 60 პროცენტი მულტინაციონალური კონგლომერატის ხელში იყო კონცენტრირებული? განა სადმე მსოფლიოში გამართულა დემონსტრაცია იმის საწინააღმდეგოდ, რომ რეკლამაში ქალებს ძირითადად გონებასუსტებად წარმოაჩენდნენ? იმისდა მიუხედავად, თუ რა მოტივი ამოძრავებს - გულგრილად არის განწყობილი თუ მტრულად, საზოგადოების დამოკიდებულება პოლიტიკურ ხიფათს შეიცავს. დემოკრატიის გადასარჩენად საჭიროა რაიმე საშუალების გამოძებნა. ჩანს, რომ მე-20 საუკუნეში ნელა, მაგრამ მაინც განვითარდა ერთ-ერთი ასეთი საშუალება: ეს არის მედიის ,,სოციალური პასუხისმგებლობის” გაზრდა
Source: ბერტრანი კლოდ-ჟან. მედია ეთიკა და ანგარიშვალდებულების სისტემები=La Deontologie des Medias: ხარისხის კონტროლი/კლოდ-ჟან ბერტრანი; [მთარგმნ.: მანანა გიგაური; რედ.: თამარ კინწურაშვილი] - თბ.: თავისუფლების ინ-ტი, 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9