1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მე- მეგ მედ მეზ მეთ მეი მეკ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეფ მექ მეც მეწ მეხ

მედია ობსერვატორია

სასწავლო ცენტრი, რომელიც აკვირდება მედიის ქმედებებს და საჯარო ანგარიშს აკეთებს მის მიღწევებსა, თუ შეცდომებზე. მედია ობსერვატორია შეიძლება სამეცნიერო ცენტრი იყოს. ძალიან ხშირად, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში, ის მემარცხენე, ან უფრო ხშირად მემარჯვენე ორიენტაციის აქტივისტთა ორგანიზაციას წარმოადგენს. იმისდა მიუხედავად, თუ რამდენად სპეციალიზებულია ეს ცენტრი, იგი ცდილობს და ადასტურებს, რომ მედია ამახინჯებს ინფორმაციას და აბინძურებს საზოგადოების გონებას. შესანიშნავი მონიტორინგი განხორციელდა 1976 წელს ცენზურის პროექტის მიერ, რომლის ინიციატორი და ხელმძღვანელი კარგა ხნის მანძილზე იყო კარლ იენსენი სონომის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (კალიფორნია): მედია კრიტიკოსთა კომისია ყოველწლიურად ადგენს ,,ათი საუკეთესო ცენზურაგავლილი სტატიის” ნუსხას, ე.ი. იმ მნიშვნელოვანი მოვლენების ჩამონათვალს, რომლებიც მედიამ შეგნებულად გამოტოვა, ხშირად დასანანი მიზეზების გამო.
Source: ბერტრანი კლოდ-ჟან. მედია ეთიკა და ანგარიშვალდებულების სისტემები=La Deontologie des Medias: ხარისხის კონტროლი/კლოდ-ჟან ბერტრანი; [მთარგმნ.: მანანა გიგაური; რედ.: თამარ კინწურაშვილი] - თბ.: თავისუფლების ინ-ტი, 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9