1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პრა პრე პრი პრო პრუ

პრესის კომუნისტური რეჟიმი

ამ რეჟიმში მედია არ არსებობს იმ ტოტალიტარული სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად, რომელმაც მთლიანად შთანთქა ყველა ინსტიტუტი და მთელი მრეწველობა: მედია წარმოადგენს გიგანტური მანქანის პატარა ჭანჭიკს. ისეთი ღირებულება, როგორიცაა პრესის თავისუფლება ამ მოდელისთვის არარელევანტურია. 1920-იან წლებში რუსეთში გაბატონებული ეს რეჟიმი 1945 წლიდან აღმოსავლეთ ევროპაში გავრცელდა, შემდგომ 1949 წლიდან - ჩინეთში, 60-იან წლებიდან კი-ე.წ. მესამე სამყაროს უდიდეს ნაწილში. ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში სახელმწიფო მედიას იყენებს მის მიერ აღიარებული ოფიციალური იდეოლოგიის დასანერგად, თავისი დირექტივების გასავრცელებლად და ხალხის დასარწმუნებლად, რათა მათ ხელისუფლების მითითებებით იხელმძღვანელონ. მედიის უპირველესი ფუნქცია სიცრუე და ყოველივე იმის მიჩქმალვაა, რაც მმართველი ,,ნომენკლატურის“ ინტერესებს არ შეესატყვისება. ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში ეს რეჟიმი გაქრობის პირას იყო: აღმოჩნდა, რომ ის ხელს უშლიდა ეკონომიკურ განვითარებას, სოციალურ კეთილდღეობას, ცოდნის გავრცელებას, საყოველთაო მშვიდობას - და, რასაკვირველია, პოლიტიკურ დემოკრატიას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კაპიტალისტური მედიის მხრიდან მარქსიზმის კრიტიკა მთლიანად უსაფუძვლო იყო. მესამე სამყაროში მედიას თითქოსდა განსაკუთრებული მისია ეკისრებოდა: მას ხელი უნდა შეეწყო განვითარებისათვის, მოსახლეობის განათლებისათვის, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ერთიან ერად ჩამოყალიბებისა და ადგილობრივი კულტურის შენარჩუნებისათვის. ფაქტობრივად, სამხედრო დიქტატურების პირობებში, რომლებიც თავს სოციალისტურს უწოდებდნენ, განვითარების დაბალ დონეზე მყოფი მედია საშუალებები მეტწილად დესპოტის ძალაუფლების შენარჩუნებისა და ქალაქის მცირერიცხოვანი ელიტის სამსახურში იდგნენ.
Source: ბერტრანი კლოდ-ჟან. მედია ეთიკა და ანგარიშვალდებულების სისტემები=La Deontologie des Medias: ხარისხის კონტროლი/კლოდ-ჟან ბერტრანი; [მთარგმნ.: მანანა გიგაური; რედ.: თამარ კინწურაშვილი] - თბ.: თავისუფლების ინ-ტი, 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9