1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პრა პრე პრი პრო პრუ

პრესის ლიბერალური რეჟიმი

ლიბერალური, ან ლიბერტარიანული რეჟიმი, გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის (1948) მე-19 მუხლის წყალობით, საერთაშორისო ნორმად იქცა. ის ეფუძნება მე-18 საუკუნის ევროპაში, განმანათლებლობის ხანაში წარმოქმნილ დოქტრინას, რომლის თანახმად, ყველა მოვლენასა და მოსაზრებას აქვს ,,იდეათა თავისუფალ ბაზარზე” არსებობის უფლება. იგი ადამიანებს ჭეშმარიტების დადგენისა და შესაბამისად, საკუთარი ქმედების განსაზღვრის შესაძლებლობას აძლევს. ერთადერთი სირთულე შესაძლოა, სახელმწიფოს ჩარევამ წარმოქმნას. ამ მშვენიერმა ილუზიამ ხელი ვერ შეუშალა მე-20 საუკუნეში დაწყებულ პრესის მზარდი კომერციალიზაციის პროცესს. იმ ხანად ყველაფერი მომგებიანი საუკეთესოდ ითვლებოდა. უფრო მეტიც, კორპორაციების ბუნებრივი მიდრეკილება კონცენტრაციისაკენ წარმოქმნიდა საშიშროებას, რომ ინფორმირების ბერკეტი, ისევე როგორც საერთო ეროვნული დისკუსიისათვის პრიორიტეტული თემატიკის შერჩევის პრივილეგია შესაძლოა, რამოდენიმე უპასუხისმგებლო მედია საშუალების მფლობელის ხელში აღმოჩენილიყო, რაც დამახასიათებელი იყო კიდეც გასული საუკუნის დასასრულისათვის.
Source: ბერტრანი კლოდ-ჟან. მედია ეთიკა და ანგარიშვალდებულების სისტემები=La Deontologie des Medias: ხარისხის კონტროლი/კლოდ-ჟან ბერტრანი; [მთარგმნ.: მანანა გიგაური; რედ.: თამარ კინწურაშვილი] - თბ.: თავისუფლების ინ-ტი, 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9