1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გაა გად გაე გავ გათ გაი გალ გამ გან გაო გაპ გარ გას გაუ გაფ გაღ გაშ გაც

გარემო

  1. ტერმინს აქვს ფართო გაგება. გარემო თავის მხრივ იყოფა მრავალ სახეობად: პოლიტიკური, სოციალური, ინსტიტუციური, ფიზიკური, ეკონომიკური და კულტურული. გარემოს ცნებაში ერთნაირად მნიშვნელოვანია კულტურული და ეთნიკური სფეროები, სოციალურ-ეკონომიკური პირობები, სამკურნალო დაწესებულებები, საავადმყოფოები და სხვა მსგავსი დაწესებულებები.
    Source: გელოვანი მარინა, თავართქილაძე თამარ ოკუპაციური თერაპია/მხატვ.: ბუბა ოჩიაური - თბ.: სიესტა, 2004
  2. ორგანიზაციის ფუნქციონირების პირობები და მის საქმიანობაზე მოქმედი ფაქტორების (ცვლადების) ერთობლიობა. მას ყოფენ შიგა და გარე გარემოდ. შიგა ცვლადებს განეკუთვნება მიზნები, სტრუქტურები, ამოცანები, ტექნოლოგიები და ადამიანები. გარე გარემო თავის მხრივ იყოფა ორ ძირითად ჯგუფად: პირდაპირი ზემოქმედების და ირიბი ზემოქმედების ძალები. პირველი ჯგუფი აერთიანებს მიმწოდებლებს, მომხმარებლებს, კონკურენტებს, შრომით რესურსებს, სახელმწიფოებრივი რეგულირების კანონებს და დაწესე-ბულებებს. მეორე ჯგუფში მოიაზრება ეკონომიკის მდგომარეობა, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი, სოციალური და პოლიტიკური ცვლილებები, ჯგუფურ ინტერესთა გავლენა და სხვა ქვეყნებში არსებითი მოვლენები.
    Source: მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9